USD 2.6393
EUR 3.0167
RUB 3.4624
Тбилиси
რატომ დადგა დღის წესრიგში პლასტმასის ბოთლებით და შეფუთვებით სურსათის რეალიზაციის აკრძალვა? - სამინისტროს განმარტება
дата:  461

საქართველოს მთავრობა 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში/ნაკეთობაში შეფუთული/განთავსებული სურსათის მიწოდებას კრძალავს, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში/ნაკეთობაში შეფუთული/განთავსებული სურსათის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დადგენილება ეხება არა მხოლოდ სასმელს, არამედ ნებისმიერი კატეგორიის სურსათს (სასმელის ჩათვლით). აკრძალვა არ გავრცელდება მზესუმზირის ზეთსა და 10 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე. საქართველოს მთავრობის დადგენილების დამტკიცებისთვის პარლამენტში წარდგენა არ არის საჭირო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილების პროექტი საქართველოს მთავრობას უკვე მზად აქვს.

Bm.ge-მ უწყებას მიმართა კითხვით, რატომ დადგა დღის წესრიგში პლასტმასის ბოთლებით სასმლის რეალიზაციის აკრძალვა? - რაზეც უწყება ამ გადაწყვეტილების მიზეზად პლასტმასის გარემოსა და ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ასახელებს. უწყებას მოაქვს მაგალითად მსოფლიო ბანკის (World Bank) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული კვლევა მდინარე რიონის აუზში, სადაც გამოვლინდა, რომ ნარჩენების 88% პლასტმასი იყო, მათი შორის პლასტმასის ბოთლების წილი 41%-ს შეადგენდა.

„დრონების გამოყენებით ჩატარებულმა საპილოტე კვლევამ აჩვენა, რომ მდინარის ნარჩენების დაახლოებით 88% პლასტმასს წარმოადგენს, რომლის უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის. მათ შორის პლასტმასის ბოთლების წილი 41% შეადგენს, ხოლო მათი თავსახურები 18%. აღნიშნული ნარჩენები ქმნის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით და ეკონომიკურ რისკებს, რაც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.

რიონის აუზის 13 უბანზე ჩატარებულმა შეფასებებმა დაადასტურა პლასტმასის ნარჩენების დომინირება ყველა ლოკაციაზე, ამასთან, დადგინდა რომ მდინარე რიონში ნარჩენების სიმჭიდროვე საშუალოდ შეადგენს 1.77 ერთეულს კვადრატულ მეტრზე და ზოგიერთ უბანში თითქმის 4 ერთეულამდე აღწევს, რაც საგრძნობლად აღემატება სხვა ევროპულ მდინარეებში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს (დაახლოებით 0.5 ერთეული/მ²). განსაკუთრებით მაღალი დაბინძურება დაფიქსირდა ზესტაფონის, ქუთაისისა და ფოთის რაიონებში, სადაც ნარჩენების რაოდენობა შვიდჯერ მეტია ევროპულ მდინარეებთან შედარებით, რაც ხაზს უსვამს პრობლემის მასშტაბურობასა და გადაუდებელი ღონისძიებების აუცილებლობას.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ფინანსურად და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღებ ალტერნატივებზე გადასვლის ხელშეწყობა“ ფარგლებში განხორციელდა ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების ალტერნატივების მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის საფუძველზეც მომზადდა შესაბამისი ანგარიში და რეკომენდაციები. შეფასების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ეგპ პროდუქტების მოხმარება მნიშვნელოვნად მაღალია, კერძოდ, საქართველოში ყოველწლიურად მოიხმარება დაახლოებით 613.5 მილიონი ერთეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქცია, რაც შეადგენს დაახლოებით 3.9–5.9 ათას ტონას.

გარდა გარემოსდაცვითი ფაქტორისა, პლასტმასის ნაკეთობები შეიცავს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ბისფენოლი A (BPA), ფტალატები და სხვა, რომლებიც შეიძლება გადავიდეს საკვებსა და სასმელში. ეს ქიმიურ ნივთიერებები ცნობილია რომ აზიანებს ენდოკრინულ სისტემას და აფერხებენ ჰორმონების ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც შესაძლოა აისახოს ნაყოფის განვითარებაზე, ჰორმონალურ ბალანსზე, მეტაბოლიზმსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ასევე, შეიძლება გახდეს დიაბეტის, ჭარბი წონის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სასუნთქი სისტემის დარღვევების მიზეზი“, - განმარტავენ უწყებაში.

წყარო:https://bm.ge/

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати