USD 2.6981
EUR 3.1530
RUB 3.3399
Tbilisi
რატომ ჩამოსცდა TESLA-ს კაპიტალიზაცია $1 ტრილიონს ?!
Date:  487

ამერიკული TESLA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია მკვეთრად იკლებს. გასული წლის დეკემბრის შემდეგ, TESLA-ს აქციების ფასი თითქმის 40%-ით გაუფასურდა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის კაპიტალიზაცია $1-ტრილიონიან ნიშნულს კიდევ ერთხელ ჩამოსცდა. ილონ მასკის კომპანიის შეფასების მკვეთრი კლება, უმეტესწილად, სამი ფაქტორით აიხსნება, ესენია: TESLA-ს შემცირებული გაყიდვები, გლობალურ საფონდო ბირჟაზე ბოლო დროს შექმნილი არასტაბილურობა და თავად ამ კომპანიის აქციის ვოლატილური, ანუ მერყევი ბუნება, რომელიც მისი მფლობელის, ილონ მასკის პერსონას და გამონათქვამებსაა მიბმული.

2025 წლის იანვარში, TESLA-ს ელექტრომობილების გაყიდვებმა ევროპაში მკვეთრად იკლო. თუკი ევროპული ელექტრომობილების გაყიდვებმა წლის პირველ თვეში მესამედით იმატა, ამერიკული TESLA-ს გაყიდვები ევროპაში 50%-ით შემცირდა. ამერიკული ელექტრომობილების მიმართ მოთხოვნის მკვეთრი შემცირება ევროპელი მომხმარებლის თავისებურებებით და სხვა კომპანიებისგან არსებული კონკურენციით აიხსნება. საქმე ისაა, რომ ევროკავშირში ბევრი იაფიანი ელექტრომობილი იყიდება, რომლებიც მომხმარებელს უკეთეს გამოცდილებას სთავაზობენ, როცა TESLA-ში ბევრი ფუნქციონალი მხოლოდ დამატებითი თანხის გადახდის სანაცვლოდ არის ხელმისაწვდომი.

კონკურენტებს შორის განსაკუთრებულად სწრაფად ამერიკელი უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის მიერ მხარდაჭერილი ჩინური BYD იზრდება, რომელიც მომხმარებელს ყველა ტიპის და საფასო სეგმენტის ელექტრომობილს სთავაზობს. BYD-ის სამოდელო რიგში ვხვდებით, როგორც $10,000-იან ულტრაბიუჯეტურ ჰეჩბეკს, ასევე $240,000-იან სუპერქარს, რომელიც Lamborghini-ის და Ferrari-ის კონკურენტად შეიქმნა. BYD-სთან ერთად, ბოლო წლებში, სხვა ჩინური კომპანიებიც მომძლავრდნენ, რომელთაც სახელმწიფო სუბსიდიებით სანდო, ტექნოლოგიურად დახვეწილი და, რაც მთავარია, იაფიანი ელექტრომობილების შექმნა დაიწყეს.

თუმცა უშუალოდ კონკურენციის გარდა, TESLA-ს შემთხვევაში გასათვალისწინებელია კომპანიის მფლობელის, ილონ მასკის ფაქტორი. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უდიდესი დონორი და მარჯვენა ხელია, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტს” ხელმძღვანელობს და ამერიკული ბიუროკრატიის მკვეთრ შემცირებაზე მუშაობს. ამასთან, ილონ მასკი სულ უფრო ხშირად ჩნდება კამერებთან და ბევრ ისეთ თემაზე საუბრობს, რომელიც, პირდაპირ, შესაძლოა, არ ეხებოდეს. მილიარდერის ეს ქცევა ბევრ ადამიანს არ მოსწონს, რაც TESLA-ზეც აისახება, რომელმაც სრულად ფაქტობრივად სრულად დაკარგა ის საბირჟო ბუსტი, რომელიც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მიიღო.

TESLA-ს ინვესტორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკულ პოლიტიკაში ჩართვით, ილონ მასკი მის მთავარ საქმეზე — ელექტრომობილების წარმოებაზე და გაყიდვაზე აღარ კონცენტრირდება. პირიქით, ბოლო პერიოდში ილონ მასკი არც ძალიან პირდაპირ და მწარე პოლიტიკურ განცხადებებს ერიდება და სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებში, მემარჯვენე, ხშირად რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს მხარდაჭერას აღუთქვამს. მილიარდერის ამ ნაბიჯს ბევრი ინვესტორი ტოქსიკურად მიიჩნევს, რის გამოც, ადამიანები TESLA-ს აქციებს ყიდიან, რაც კომპანიის შეფასებაზე ნეგატიურად აისახება.

tbilisi
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა ორი კვირის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის აღდგენის მეორე ეტაპი იწყება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 19 აგვისტოს 20:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა მტკვრის მხარეს, განაპირა საავტომობილო ზოლში შეიზღუდება.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობა ბოდიშს უხდის!", - ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way