USD 2.5973
EUR 2.9137
RUB 3.1869
თბილისი
რას ითვალისწინებს ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისთვის განსაზღვრულ ფინანსურ დახმარებაში?
თარიღი:  919

17 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა “მესამე მსოფლიო ომი” პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც გოგავა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიტატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრობს. ინტერვიუ ჟურნალისტმა მერსი სულხანიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც გამოაქვეყნა. გოგავას თქმით, ერთადერთი სარგებელი, რაც საქართველოსთვის სტატუსის მიღებამ შეიძლება მოიტანოს, ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნებისთვის განსაზღვრულ 14 მილიარდიან ფინანსური დახმარების პროგრამაზე მიერთებაა, რომელიც 2021 წლიდან 2027 წლის ჩათვლით 9 ქვეყანაზე გადანაწილდება. გოგავას თქმით, ფინანსური დახმარება მეტწილად არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და უმცირესობებს მოხმარდებათ.

“დიდი ნაწილი ამის უკვე დახარჯულია და საქართველოს მოუწევს 120-150 მილიონი დამატებით. მაგრამ მერე ჩავიხედე რაზე უნდა განაწილდეს. ძირითადად ეს წავა NGO-ების დაფინანსება, ჟურნალისტების დაფინანსება, უმცირესობების დაფინანსება, ანუ ნეოლიბერალური დღის წესრიგის დაფინანსებაზე წავა” – აცხადებს გოგავა. 

იდენტურ მტკიცებას იმეორებს “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუაც რადიო ჯორჯიან თაიმსის 19 დეკემბრის ეთერში. ვიდეო ულტრამემარჯვენე პარტია “ქართული იდეის” ფეისბუქ გვერდზეც გამოქვეყნდა. ჩაჩუას განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის არაფრის მომცემია – ““ერთადერთი ამით თუ იხეირებს ეს ბორდელვიზიები და ე.წ. NGO-ები, ამათთვის თუ წამოვა დახმარებები.”

მტკიცება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და სხვა კონკრეტული ჯგუფების დაფინანსებაზე გადანაწილდება, მანიპულაციურია და ცდილობს, ერთი მხრივ, კანდიდატის სტატუსის, მეორე მხრივ, კი სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაკნინებას, შესაბამისად არ საუბრობს იმ სფეროებზე, რასაც დაფინანსება რეალურად მოხმარდება. 2021-2027 წლის ფინანსური გეგმა საკითხზე ორიენტირებული მიდგომით ხუთი სხვადასხვა მიმართულების დაფინანსებას გულისხმობს და მისი მთავარი ფოკუსი ქვეყნების ინსტიტუციური, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარების ხელშეწყობაა. 

ამ სფეროების განვითარებას ევროკავშირი სხვადასხვა ადგილობრივ აქტორთან თანამშრომლობით ახორციელებს – პროგრამა ევროკავშირის ადგილობრივ წარმომადგენლობებთან, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან, საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ფინანსურ სააგენტოებთან თანამშრომლობას ითვალისწინებს და ევროკავშირის პოტენციური პარტნიორების რიცხვს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებით არ ზღუდავს. 

მექანიზმი, რომელზეც გოგავა საუბრობს, კანდიდატი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების ერთ-ერთი კომპონენტია (Instrument for Pre-Accession Assistence). მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კანდიდატ ქვეყნებში პოლიტიკურ, ინსტიტუციურ, სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს, მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და საზოგადოებების ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან დაახლოებას. ინსტრუმენტი 2007 წლიდან არსებობს და 2021-2027 წლის ფინანსური დახმარების გეგმაც ამ ინსტრუმენტის მორიგი, მესამე ეტაპია (IPA III). 

რეგულაცია ევროკავშირმა 2021 წლის 15 სექტემბერს დაამტკიცა და მისი ბენეფიციარები იმ დროისათვის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები – ალბანეთი, ბოსნია ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი გახდნენ. IPA III წინასწარ განსაზღვრავს არა ორგანიზაციებს და ინსტიტუციებს, არამედ პრიორიტეტულ სფეროებსა და მიმართულებებს, რომელიც პროგრამის ფარგლებში უნდა დაფინანსდეს. 2021-2027 წლის გეგმის მიზნები 5 ძირითად მიმართულებას შეეხება:  

  1. კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და დემოკრატიული ინსტიტუტების სათანადო ფუნციონირება (დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული, მიუკერძოებელი, მაღალპროფესიონალური, დეპოლიტიზებული და ეფექტიანი სასამართლო სისტემების ჩამოყალიბება, სასამართლო სისტემაში გამჭვირვალე და კონკურენტულობაზე დაფუძნებული დასაქმების, შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემების შექმნა, ძირითადი თავისუფლებების განმტკიცება, ადამიანის უფლებების ხელშეწყობა, კორუფციასთან ბრძოლა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის ხელშეწყობა ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენციისთვის). 
  2. კარგი მმართველობის გაძლიერება, ევროკავშირთან შესაბამისობა, სტანდარტებთან დაახლოება და სტრატეგიული კომუნიკაცია (საჯარო სექტორში ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ზრდა, პროფესიონალიზაცია და დეპოლიტიზება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ელექტრონული მმართველობის დანერგვა და სხვა). 
  3. გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება (ბიომრავალფეროვნების დაცვა, ხმელეთის და ზღვის ეკოსისტემების შენარჩუნება და მდგრადობის ხელშეწყობა, ჰაერის ხარისხის, წყლისა და ნარჩენების მართვისა და ქიმიური ნივთიერებების მართვაში ინვესტირება, წარმოების ნარჩენების და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობა). 
  4. საზოგადოებაში სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული შეჯიბრებითობა და ინკლუზიური ზრდა (სიღარიბესთან გასამკლავებლად სოციალური დაცვის მექანიზმების დანერგვა, წვდომა დასაქმების ბაზარზე, განათლებაზე თანაბარუფლებიანი წვდომის უზრუნველყოფა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათი შესაძლებლობების და დამოუკიდებლობის გაძლიერების ხელშეწყობა). 
  5. საზღვრებსშორისი თანამშრომლობის გაღრმავება (შრომითი და კულტურული გადაადგილების, მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობა, ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალგაზრდების სპორტული აქტივობისა და განათლების ხელშეწყობა, ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების და მათი ადმინისტრაციული შესაძლებლობების ზრდა და ა.შ.)  

რაც შეეხება თითოეული თემატური მიმართულების დაფინანსების მოცულობას, APA III-ის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსის თითქმის ნახევარი ( 42.25%) გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების პროგრამების დაფინანსებას გულისხმობს. ხოლო მიმართულება, რომელიც სხვა მრავალ პრიორიტეტთან ერთად, ერთ-ერთ მიზნად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ისახავს, მთლიანი ბიუჯეტის 22.31%-ია. 

წყარო: Overview – Instrument for Pre-accession Assistance – European Commission (europa.eu)

IPA III თითოეული თემატური მიმართულების ფარგლებში წინასწარ განსაზღვრავს იმ ინდიკატორებს, რაც პროგრამის  ბენეფიციარ სახელმწიფოებში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთში პროგრამის მთავარი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს პრობლემაზე ორიენტირებული ჰორიზონტალური მიდგომა აქვს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა აქტორებს საკუთარი პროგრამა წარადგინონ და კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად ევროკავშირის ფინანსური დახმარება მოიპოვონ, IPA III-ის მთავარი პრიორიტეტი საკანონმდებლო სფეროს, საჯარო სექტორის და სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერებაა. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სახელმწიფო რესურსების და ჩართულობის უზრუნველყოფას ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. უფრო კონკრეტულად, პროგრამის ძირითადი მიმართულებები ასე გამოიყურება:

მიმართულება 

ინდიკატორები 

ფოკუსი 

კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატია სასამართლო სისტემა სასამართლო სისტემაში ჩართული ადმინისტრაციის და მოსამართლეების პროფესიონალიზმის და უნარების განვითარების ხელშეწყობა. სასამართლო სისტემაში რეფორმების სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობა.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დააფუძნოს და გააძლიეროს ეფექტური ანტი–კორუფციული ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა და ფუნქციონირება. ამასთანავე, დაეხმაროს ბენეფიციარ სახელმწიფოებს შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი კორუფციული შემთხვევების გამოძიების და სამართალწარმოების კუთხით.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა/უსაფრთხოება დაეხმაროს სახელისუფლებო ორგანოებს სხვადასხვა ტიპის ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლაში სტრატეგიული მიდგომების ჩამოყალიბებაში და ამ მიმართულებით, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში.
მიგრაცია და საზღვრების მენეჯმენტი სასაზღვრო ზედამხედველობის და შემოწმების პროცედურების გაუმჯებესებისთვის ახალი მექანიზმების დანერგვა.
ფუნდამენტური უფლებები სახელმწიფო დონეზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების და შესაბამისი პროტოკოლების სწორი და თანმიმდევრული განხორციელება. ამ მიზნის მისაღწევად, პროგრამა დაეხმარება რელევატური სტრუქტურების შექმნას და განვითარებას, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის სამინისტროების, ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული ინსტიტუტების და სხვა მსგავსი ტიპის სამთავრობო უწყებების, ასევე სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებას.
კარგი მმართველობის გაძლიერება, ევროკავშირთან შესაბამისობა, სტანდარტებთან დაახლოება და სტრატეგიული კომუნიკაცია კარგი მმართველობა საჯარო ადმინისტრირების რეფორმა; საჯარო სამსახურების პროფესიონალიზაციის და ფინანსური გამჭვირვალობის ზრდა.
ადმინისტრაციული შესაძლებლობების ზრდა და ევროკავშირთან შესაბამისობა ბენეფიციარი სახელწმიფოების კანონდმებლობის და პრაქტიკის ევროკავშირთან შესაბამისობის და ამ პროცესისთვის აუცილებელი ადმინისტრაციული შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა. 
კეთილმეზობლური ურთიერთობები თანამშრომლობის და შიდა სამართალწარმოების გზით საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება; განათლების ხელშეწყობის გზით ინტერკულტურული დიალოგის გაძლიერება.
სტრატეგიული კომუნიკაცია, მონიტორინგის და შეფასების და სხვა ტიპის კომუნიკაციის გაძლიერება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, მათ შორის ევროკავშირზე, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების თაობაზე და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. 
გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება გარემო და კლიმატის ცვლილება გარემოს დაცვისთვის აუცილებელი სტანდარტების და კლიმატის ცვლილების პოლიტიკის პოლიტიკის შემუშავება. განსაკუთრებით, საჯარო ადმინისტრირების დონეზე გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი ფინანსური უზრუნველყოფა.
ტრანსპორტი, ციფრული ეკონომიკა, საზოგადოება და ენერგეტიკა ევროკავშირთან სამომავლო ინტეგრაციისთვის აუცილებელი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც გადაადგილების გაადვილებასთან ერთად, მდგრადი და ენერგოეფექტური იქნება. გარემოსადმი პასუხიმგებლიან ინფრასტრუქტურასთან ერთად, პროგრამა ხელს შეუწყობს ტრანსპორტის სექტორის პოლიტიკის რეფორმებს და ამ სფეროში  რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის ზრდას.
საზოგადოებაში სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული შეჯიბრებითობა და ინკლუზიური ზრდა განათლების, დასაქმების, სოციალური დაცვის, ინკლუზიურობის და ჯანდაცვის პოლიტიკა განათლების ხარისხის და ეფექტურობის ზრდა და შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რაც განათლებაში საჯარო პოლიტიკის, მართვის და ფინანსების მობილიზებას გულისხმობს. პროგრამა განსაკუთრებულ პრიორიტეტს მასწავლებლების და სკოლის მენეჯერების მომზადებაზე და სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავებაზე აკეთებს. ამასთანავე, ხაზს უსვამს საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ სფეროებში სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების, ბავშვების და მარგინალიზებული თემების ჩართულობის უზრუნველყოფას.
კერძო სექტორის განვითარება, ვაჭრობა, კვლევა და ინოვაციები სოციო-ეკონომიკური პროგრესისთვის კერძო სექტორის განვითარების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიმართულება ინოვაციების მხარდაჭერის მიზნით სტარტაპების და კერძო ინიციატივების დაფინანსებას გულისხმობს.
სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების დიდი ნაწილის დაფინანსებას ევროკავშირი თურქეთსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ეროვნული მრავალწლიანი სოფლის განვითარების პროგრამის (IPARD) მეშვეობით ახდენს, რომელიც სამთავრობო უწყებების დონეზე, ევროკავშირის არაპირდაპირი მენეჯმენტით ხორციელდება.
თევზჭერა მიმართულება ხმელთაშუა ზღვაში მეთევზეობის მდგრად მენეჯმენტს შეეხება, რომელიც წყლის ეკოსისტემის დაცვას უზრუნველყოფს.

პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებში პარტნიორებად განიხილავს როგორც ევროკავშირის ადგილობრივ წარმომადგენლობებს, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას და ადგილობრივ თვითმმართველობებს, წევრი ქვეყნებს სააგენტოებს და ორგანიზაციებს, საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საერთაშორისო ფინანსურ სააგენტოებს. გადაწყვეტილება, თუ რომელი ორგანიზაციის თუ სამთავრობო უწყების რესურსი გამოიყენება კონკრეტული პროგრამის განსახორციელებლად, მათი მუშაობის ეფექტურობის და გამოცდილების შეფასების შემდგომ მიიღება. ამასთანავე, პრიორიტეტული თემატური მიმართულებების განსავითარებლად, ევროკავშირის დასაყრდენი კანდიდატი ქვეყნების მთავრობებთან თანამშრომლობის უკვე არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტია. მაგალითად, ინსტიტუციური განვითარების პროგრამების განსახორციელებლად ევროკავშირი TAIEX და Twinning პროგრამებს იყენებს – ორივე პროგრამა ბენეფიციარ ქვეყნებში მთავრობებსა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზეა ფოკუსირებული.

IPA-ის ფარგლებში ევროკავშირის მიზანია კანდიდატ ქვეყნებს გამოცდილებისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაში დაეხმაროს, შესაბამისად, სამთავრობო დონეზე თანამშრომლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. პროგრამის ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერის განსახორციელებლად და მისი შემდგომი მენეჯმენტისთვის ევროკავშირს სამი სხვადასხვა მიდგომა აქვს შემუშავებული: 

  • ევროკავშირის პირდაპირი მენეჯმენტი – ბიუჯეტის მართვას ახორციელებს უშუალოდ ევროკომისია, მანამ სანამ ეროვნული უწყებები სახსრების მართვის გამოცდილებას მიიღებენ. პროგრამაში პირდაპირი მენეჯმენტის მიმართულება, ერთ-ერთ ინსტრუმენტად სექტორულ საბიუჯეტო დახმარებასაც ითვალისწინებს. 
  • არაპირდაპირი მენეჯმენტი – ბიუჯეტის განკარგვის უფლება დელეგირებულია ევროკომისიის მიერ სხვადასხვა აქტორებზე. ესენი შეიძლება იყვნენ უშუალოდ ბენეფიციარი ქვეყნა, ევროკავშირის წევრი ქვეყნის სააგენტო, საერთაშორისო ორგანიზაცია ან ევროკავშირის სააგენტო. 
  • გაზიარებული მენეჯმენტი – პროგრამის განხორციელება დელეგირებულია რამდენიმე სახელმწიფოს შორის. 

უკრაინასა და მოლდოვისთვის, ხოლო შემდგომში უკვე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, ევროკავშირი  ეფექტური ფინანსური ინსტრუმენტის შექმნაზე მუშაობს. შესაბამისად უცნობია, მოიაზრებიან თუ არა თუ არა ისინი IPA III-ის პროგრამის დამატებით ბენეფიციარებად ან რა ალტერნატიულ მიდგომას შეიმუშავებს ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპის ასოცირებული ქვეყნების ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოს მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, წინასწარი გათვლით, ყველა მოქმედი კანდიდატი ქვეყნის მიერთების ღირებულება 7 წლიანი პერსპექტივით 256.8 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც წელიწადში 37 მილიარდ ევროს აღწევს. ახალ პოლიტიკის შემუშავებისა და ორგანიზების ახალ წესებზე მოლაპარაკებების მიზნით, რეგიონების ევროპულმა კომიტეტმა უკვე სთხოვა ევროკომისიას უფრო დეტალური შეფასება განახორციელოს მომავალი მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს განსასაზღვრად, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირს გააგრძელოს საკუთარი მხარდაჭერა ყველა რეგიონისთვის. 

წყაროების შესახებ

ირაკლი გოგავა „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელია, ის 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო “მოქალაქეთა კავშირიდან”. მედიის განვითარების ფონდის მიერ მომზადებულ “ანტიდასავლური პროპაგანდის” 2020 წლის ანგარიშში საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან “საქართველოს განვითარების ლაბორატორია” ანტიდასავლური გზავნილების რაოდენობით “ევრაზიის ინსტიტუტის” შემდეგ მეორე ადგილზეა.

ირაკლი გოგავას მიერ აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციებისა და მანიპულაციების შესახებ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები ვრცლად იხილეთ:

“ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა ულტრანაციონალისტური და ჰომოფობიური აქციების მონაწილეა. ლევან ჩაჩუას 2010 წელს ტელეკომპანია კავკასიაში შეჭრისა და ექსტრემისტული საქმიანობის გამო 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2012 წელს ის პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 2014 წლის 16 დეკემბერს, ახალი პოლიტიკური პარტია “ქართული იდეის” დაარსების შესახებ პარტიის თავმჯდომარე ლევან ჩაჩუამ „რია-ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პარტია მონაწილეობას იღებდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 

ლევან ჩაჩუას მცდარი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

არქივის ბმულები (1, 2, 3,)  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.

იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო: mythdetector.ge

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის