USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
რას გვპირდებიან ვარსკვლავები დღეს
Date:  565

მთვარის მე-14-15 დღე. დღეს დაძაბულობის პიკი დილის საათებში იქნება. დღის განმავლობაში შესაძლოა დისკუსიები კონფლიქტში გადაიზარდოს. დიდია მასობრივი გამოსვლების ალბათობა.  

მოიმატებს ემოციურობა, თავდასხმები, პროვოკაციები და მანიპულაციები. მთვარის, მერკურის და იუპიტერის ურთიერთქმედებამ შესაძლოა  მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანოს.

დღის მთავარი საფრთხე ექსცესებშია, მაღალია ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შანსი. მოგზაურობები პრობლემური და წარუმატებელი შეიძლება, აღმოჩნდეს.

ვერძი

შესაძლოა სრულიად უწყინარი დიალოგი შეუმჩნევლად მწვავე კონფლიქტში და ურთიერთობების გარჩევაში გადაიზარდოს. ეს სიტუაცია ცუდად აისახება თქვენს თავმოყვარეობაზე და საკმაოდ დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

კურო

მაქსიმალურად შეიკავეთ თავი სხვადასხვაგვარი გარჩევებისგან და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მუფრთხილდით თქვენს ნერვებს და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ არ შეილახოს თქვენი რეპუტაცია.

ტყუპები

დღეს ძალიან მგრძნობიარე ხართ და შესაძლოა ძალიან მტკივნეულად აღიქვათ ახლობელი ადამიანის შენიშვნები თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ. გამოიჩინეთ გონიერება და შეინარჩუნეთ მშვიდობიანი კავშირები ახლობლებთან.

კირჩხიბი

შესაძლოა თქვენს თავში პერსპექტიული იდეების შტორმი დატრიალდეს, სამოქმედო ნაბიჯები არ იქნება წინასწარ მოფიქრებული და გაანალიზებული. აუცილებლად ჩაინიშნეთ თითოეული იდეა და ეცადეთ შემდგომ მათ რეალიზებას.

ლომი

თავი შეიკავეთ ხელმძღვანელობასთან ფინანსური საკითხების განხილვისგან. გადადეთ ეს თემა სამომავლოდ, დღეს ეცადეთ რაიმე საინტერესო მოიფიქრეთ და ირგვლივ პოზიტიური ატმოსფერო შექმნათ.

ქალწული

ნუ გაღიზიანდებით იმის გამო, რომ ვიღაცებს თქვენგან განსხვავებული აზრი აქვთ ამა თუ იმ საკითხზე და თქვენს სიტყვებს უგულველყოფენ. არაფერს მოგიტანთ საკუთარი უპირატესობის მტკიცება.

სასწორი

მიჰყევით წინასწარ დაგეგმილ გზას და ნუ შეიტანთ სიახლეებს თქვენს ცხობრებაში, მით უმეტს ნუ შეეცდებით მის მკვეთრად შეცვლას. ახლა რაიმე ახალი მიმართულებით დაინტერესება თქვენთვის წამგებიანია.

მორიელი

შესაძლოა სერიოზულ კამათსა და დაპირისპირებაში სამართლიანობის ძებნა დაგჭირდეთ, სურვილი გექნებათ სიცხადე შეიტანოთ უკვე არსებულ გაუგებრობებში და წერტილი დაუსვათ განხეთქილებებს შინ თუ გარეთ.

მშვილდოსანი

წარმატებას ელოდეთ იმ საქმეებში, რომლებიც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და სხვათა ჩარევას და დახმარებას არ საჭიროებს. საჭიროა მეტი კონკრეტულობა და სიცხადე თქვენს სიტყვებსა თუ ქმედებაში.

თხის რქა

წარმატებისა და გამარჯვებისათვის საჭიროა მკაფიოდ ჩამაოყალიბოთ თქვენი მიზანი და შემოვლითი გზებით, დიპლომატიითა და მოხერხებულობით შეეცადოთ სასურველის მიღებას.

მერწყული

დღეს სხვისი საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული, თუმცა თუ ყურადღებით მიადევნებთ თვალს თქვენს ირგვლივ სიტუაციებს, მოუსმენთ სხვადასხვა აზრს, შესაძლოა ძალიან მნიშნელოვანი და სასარგებლო ინფორმაციაც მოიპოვოთ.

თევზები

ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს და ყველა საკითხს ეჭვქვეშ ნუ დააყენებთ. გაასაიდუმლეთ თქვენი რეალური გეგმები და იმოქმედეთ ფრთხილი, გონივრული ნაბიჯებით, მაგრამ თავდაჯერებულად.

economics
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way