USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
რას გვპირდებიან ვარსკვლავები 9 აგვისტოს
Date:  449

მთვარის 1-2 დღე. მთვარის მერკურთან და იუპიტერთან რეტროგრადული ურთიერთქმედების წყალობით, დღე შეიძლება დაიწყოს ხმამაღალი და ხმაურიანი დისკუსიებით. ზოგიერთი დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს წინა დღიდან. კარგი დღეა ინდივიდუალური ან გუნდური ბრეინშტორმინგისთვის.  საღამოს, მთვარე ქალწულში გვაიძულებს,  გადავიდეთ საკითხების პრაქტიკული ნაწილზე.

არაა გამორიცხული პატარ-პატარა შეცდომები. შესაძლებელია არსებულმა დაავადებებმა თავი გაგვახსენოს.

ვერძი

გავლენიანი ადამიანების მფარველობამ და მხარდაჭერამ შეიძლება, კარიერული წარმატება მოგიტანოთ ან თქვენი საქმის წამოწყებაზე დაგაფიქროთ.

კურო

შეეცადეთ აიმაღლოთ პროფესიული კვალიფიკაცია, შემოიკრიბეთ თანამოაზრეები. ამგვარი ქმედება წარმატებას მოგიტანთ.

ტყუპები

გარკვეული შინაგანი ძვრების შედეგად შესაძლოა განსხვავებულად, სხვა მიდგომებით მოახდინოთ საკუთარი იდეების რეალიზება.

კირჩხიბი

ამ დღის ენერგიები ხელს უწყობს, რომ პარტნიორული ურთიერთობები სხვა საფეხურზე გადაიყვანოთ.

ლომი

იყავით მეტად კონსტრუქციული როგორც თანამშრომლებთან ასევე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. გადახედეთ თქვენს საქმეებს, შედეგებს გააკეთეთ ანალიზი, რა როგორ ჯობდა. მეტი დრო დაუთმეთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობას.

ქალწული

კარგია მოზგაურობა, ურთიერთობა ბავშვებთან, ყურადღება გაამახვილეთ ახლებურ მიდგომებზე იქნება ეს საქმე თუ პირადი ურთიერთობები.

სასწორი

მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. აიმაღლეთ ენერგოტონუსი და შემოიფარგლეთ ძველი საქმეების დასრულებით.

მორიელი

შეცვალეთ რჩეული ტაქტიკა, მთავარია უარი თქვათ მოძველებულ შეხედულებებზე, იყავით მტკიცე თქვენს ზრახვებში და თავდაჯერებული, ამგვარი ქმედება წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

მეტი ყურადღება დაუთმეთ სწორ კვებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. შემოიფარგლეთ ჩვეული საქმიანობით.

თხის რქა

საკმაოდ აქტიური ხართ, ახლა თქვენ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ნებისმიერ საქმეს საკუთარი ძალებით. შესაძლოა, დახმარებისთვის მოგმართონ, ამისთვის კი თქვენი რესურსების სწორი გადანაწილებაა საჭირო.

მერწყული

თქვენთვის გაიხსნება ახალი შესაძლებლობების გზა. ახლა კონცენტრაცია გააკეთეთ დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძიებაზე.

თევზები

შესაძლოა შფოთი და გაურკვევლობა დაგეუფლოთ, ამას დაემატება ირგვლივ ქაოსი და დაძაბული ფონი. იზრუნეთ ემოციურ ბალანსზე და თავი შორს დაიჭირეთ ინტრიგანი ადამიანებისგან.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way