USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
რას გვპირდებიან ვარსკვლავები 19 ნოემბერს
дата:  559

მთვარის 15-16 დღე. დღის დასაწყისში სავსე მთვარე ნებისმიერ ემოციასთან გამკლავებას პრობლემურს გახდის. არ არის გამორიცხული აკვიატებული სურვილების გამძაფრება. შესაძლებელია დაღლილობა ან იძულებითი პაუზა საქმიან ურთიერთობებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ  ადამიანების პოზიცია, რომლებიც გავლენას ახდენენ სიტუაციაზე, აქვთ დიდი ფინანსური შესაძლებლობები ან ძალაუფლება.

საღამოს ტყუპების ნიშანში მთვარის შესვლა მოხსნის ემოციურ სტრესს.

ვერძი

სიურპრიზებით დახუნძლული დღეა. უჩვეულო შეხვდრებია მოსალოდნელი, შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელზეც წარსულში ბევრი გსმენიათ და ახლა მასთან საერთო საქმეშიც კი შეიძლება აღმოჩნდეთ.

კურო

საქმიან მოლაპარაკებებში სხვებზე მეტად მოახერხებთ პარტნიორების დაინტერესებას, შესაძლოა, გზა იმ ადამიანებისკენაც გაიკვალოთ, ვისთან საქმიან კავშირზეც სხვები ვერც იოცნებებენ.

ტყუპები

შესაძლოა, წარმატებით შემოაბრუნოთ თითქმის უპერსპექტივო ბიზნესი და თანამოაზრეებიც შემოიკრიბოთ.

კირჩხიბი

ნუ გადაუხვევთ თქვენი არჩეული გზიდან და მიჰყევით მიზნისკენ მიმავალ გზას. 

ლომი

შანსი გექნებათ უმტკივნეულოდ მოაგვაროთ რთული საკითხები, შეეცადეთ წონასწორობამ არ გიმტყუნოთ.

ქალწული

შეეცადეთ წარმოაჩინოთ თქვენი დადებითი თვისებები. შინაგანი პოტენციალი და გონიერება, არის ალბათობა ვიღაც დაინტერესებული იყოს თქვენით და თვალს ადევნებდეს თქვენს უნარებსა და საქმესთან დამოკიდებულებას.

სასწორი

აიღეთ ინიციატივა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გარშემომყოფთა კეთილგანწყობაც სასარგებლოდ გამოიყენეთ.

მორიელი

იყავით ყურადღებით და ნუ აჰყვებით ნეგატიურ ემოციებს მცირე გაუგებრობების შემთხვევაში. ნურც უნებლიე შეცდომა შეგაშინებთ თანდათან უფრო მოიმატებს სასიკეთო ტენდენციები და ყველაფერი გამოკეთდება.

მშვილდოსანი

დღეს შესაძლოა საინტერესო, გავლენიან ადამიანებს შეხვდეთ, თქვენ არა მარტო კარგ რჩევებს, არამედ მხარდაჭერასაც მიიღებთ მათგან და შესაძლოა თანამშრომლობასაც მიაღწიოთ.

თხის რქა

შესაძლოა ჩაიშალოს მოლაპარაკეები ან გაცილებით მეტი ფინანსები დაგჭირდეთ პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად, თუმცა გადამწყვეტ მომენტში შესაძლოა მოკავშირეებიც გამოჩნდნენ და ერთობლივი მუშაობით საქმეც სათქვენოდ შემობრუნდეს.

მერწყული

შესაძლოა თქვენთან მუშაობით კონკურენტები ან ის ადამიანები დაინტერესდნენ, რომლებიც ადრე გმტრობდნენ კიდეც.

თევზები

შესაძლოა გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ და მოულოდნელად მიიღოთ მხარდაჭერა იმ ადამიანისგან, ვინც ყოველთვის განზე იდგა და საერთოდ არავითარ ყურადღებას არ იჩენდა თქვენს მიმართ.

экономика
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати