USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
Tbilisi
რას გვპირდებიან ვარსკვლავები 19 ივნისს?
Date:  477

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეს დღე დაგანახვებთ, რამდენად გულწრფელები და პატიოსნები არიან თქვენ გვერდით მყოფი ადამიანები. შესაძლოა, ზოგიერთ მათგანთან დამშვიდობებაც მოგიწიოთ, მაგრამ ამის გამო არ ინერვიულოთ - თქვენ უბრალოდ ნამდვილი მეგობრისა და მოკავშირესთვის ადგილს ათავისუფლებთ. მოერიდეთ ჩხუბს და საჯარო დაპირისპირებას, რაც თქვენს რეპუტაციაზე აისახება.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ყველა თვალსაზრისით რთული დღეა. დილიდან ჩართული ხართ მოვლენებში, რომლებსაც მხოლოდ ქაოსი და გაურკვევლობა მოაქვთ. შეწყვიტეთ სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა და თვალი ადევნეთ, რა მოხდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები მომდევნო დღეებისთვის გადადოთ, ახლა კი დაისვენოთ და ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

საეჭვო ვითარებაში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. თქვენი ხალისი და დიპლომატიური თვისებები ნებისმიერ კარს გააღებს და ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. დღის მეორე ნახევარში ძალისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. სასურველია, რომ ამ დროს ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ. ხელსაყრელი დღეა სოციალური ღონისძიებებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ეცდება, ამიტომ ყურადღება წუთითაც არ უნდა მოადუნოთ. თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომელიც თქვენით მანიპულირებას და თქვენი ნაკლის წარმოჩენას ცდილობს. გირჩევთ ცოტა იეშმაკოთ და ნამდვილი ემოციები არ გამოავლინოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის - ადამიანი, რომელსაც დღეს გაიცნობთ, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ემოციებით სავსე ხართ და საკუთარი მოქმედების კონტროლი გიჭირთ. თქვენი შიში უსაფუძვლოა, ამიტომ ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და ადამიანების მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ, რათა საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. იგივე ეხება პირად ურთიერთობებსაც - დროა, ოჯახთან დაძაბული ურთიერთობა მოაგვაროთ და კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

შემოქმედებითი საქმიანობისა და გონებრივი მუშაობის ერთობლიობა ამ დღეს განსაკუთრებით საინტერესოს გახდის. ახალი ნაცნობობა სასარგებლო იქნება და უახლოეს მომავალში ძალიან დაგეხმარებათ. ეცადეთ, დაასრულოთ საქმე, რომელსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავდით. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა განმარტოებისა და დასვენებისთვის. გაატარეთ ეს დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს ქალწულებს საერთო ენის პოვნა უახლოეს მეგობართანაც კი გაუჭირდებათ. ვარსკვლავები შეეცდებიან, ყველანაირად ხელი შეუშალონ მეგობრობას, მშვიდობის დამყარებას ან სიმართლის პოვნას. თქვენი შიში უსაფუძვლოა - სინამდვილეში, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ფიქრობთ. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით - მხოლოდ სიმშვიდე და საღი აზრი დაგეხმარებათ, რომ ეს დღე კონფლიქტის გარეშე დაასრულოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი პროექტების დაწყებამდე ძველი საქმეები დაასრულოთ. ამ დღეს მთელი ყურადღება ოჯახზე და საოჯახო საქმეებზე უნდა გადაიტანოთ. შესაძლოა, პრობლემას, რომელიც თქვენს ახლობელს აწუხებს, სათანადოდ არ აფასებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეს დღე გაურკვევლობას მოგიტანთ. მოვლენების განვითარებით უკმაყოფილო ხართ, მაგრამ ამის მიზეზებს ვერ ხედავთ. ეცადეთ რჩევა სანდო და ობიექტურ ადამიანს სთხოვოთ. გარემოების სწორად აღქმაში მხოლოდ გულწრფელი სიმართლე დაგეხმარებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს მიზნის მისაღწევად ყველაზე უსაფრთხო გზა უნდა შეარჩიოთ. თქვენმა დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება გარშემო მყოფები თქვენ საწინააღმდეგოდ განაწყოს. მოერიდეთ ფაქტების დამახინჯებას. მოსალოდნელია საქმიან პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შესანიშნავი დროა მოგზაურობისა ან დასვენებისთვის. ხელიდან არ გაუშვათ საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში განმარტოების შესაძლებლობა. ყურადღება მიაქციეთ ბედის მინიშნებებს და ეცადეთ, ნანახიდან სწორი დასკვნები გამოიტანოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

დილას სამსახურთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. ფინანსური პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ ელოდით. საქმიანი მოლაპარაკებები იმედებს გაგიცრუებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტი ინიციატივა არ გამოიჩინოთ, დღეს ეს თქვენ წინააღმდეგ იმუშავებს.

world
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way