USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
რას გვპირდებიან ვარსკვლავები 17 ივნისს?
თარიღი:  870

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ. თქვენ ირგვლივ ბევრი ადამიანია, რომელიც ეცდება თქვენი შესაძლებლობებით ისარგებლოს, მაგრამ მათგან მადლიერებას არ უნდა ელოდოთ. გირჩევთ, პირველ ადგილზე საკუთარი საქმეები დააყენოთ, სხვა ყველაფერი დაიცდის. სასურველია, რომ საღამო სახლის გარეთ გაატაროთ და ახალი ადგილები აღმოაჩინოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ნუ ელით, რომ ამ დღის მშვიდად გატარებას შეძლებთ. მოსალოდნელია კოლეგასთან კონფლიქტი, თუმცა ნუ ეცდებით, რომ თქვენი სიმართლე ნებისმიერ ფასად დაამტკიცოთ - ყველაფერი მალე გაირკვევა და ყველაფერს მიიღებთ, რასაც იმსახურებთ. ეცადეთ, დასვენების დრო გამონახოთ. სიმშვიდის წუთები ნერვული უჯრედების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ოცნების დევნაში შეიძლება იღბლიანი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვათ. ვარსკვლავები არჩევანს გთავაზობენ, თუმცა ყველა ტყუპი ვერ შეძლებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. კარგი იქნება, რომ რჩევა გამოცდილ ადამიანს სთხოვოთ, რომელსაც ენდობით. წარმატებას ის მიაღწევს, ვინც სასურველი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გაიღებს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეს დღე ბევრ ახალ იდეას და შესაძლებლობა გპირდებათ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები - თქვენ შეძლებთ დაიბრუნოთ ის, რაც დიდი ხანია, დაკარგული გეგონათ. ძველი წარუმატებლობის მიზეზს საყვარელ ადამიანებში ნუ ეძებთ, შეიძლება სერიოზულად შეცდეთ. თუ ყველა წვრილმანს მნიშვნელობას მიანიჭებთ და ინერვიულებთ, ჯანმრთელობას დაიზიანებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მშვიდი დღეა, განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. დროა, გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე სერიოზული ზრუნვა დაიწყოთ. ყურადღება მიაქციეთ, თავს როგორ გრძნობთ. ზოგ ლომს ქრონიკული დაავადებების გამწვავება ელის. ეცადეთ, დღის უმეტესი ნაწილი მშვიდ გარემოში გაატაროთ და არაფერზე ინერვიულოთ. ახალ ურთიერთობებში შეგიძლიათ პირველი ნაბიჯები გადადგათ და საკუთარ გრძნობებზე ღიად ილაპარაკოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

გირჩევთ უარი თქვათ საქმეზე, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებთ. დღეს ის სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. უმჯობესია საყოფაცხოვრებო საკითხების, მათ შორის, რემონტის დროულად დასრულებაზე იზრუნოთ. წარსულის შეცდომების გამოსწორებით რაღაც მნიშვნელოვანს გაიგებთ. მთავარია, ცუდ ფიქრებს არ აჰყვეთ და ირგვლივ მყოფები ნეგატიური აზრებით არ შეაწუხოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სტუმრებს უნდა ელოდოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

შორეული ქვეყნიდან სასიამოვნო სიახლე გელით, რაც მატერიალური საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. გზაზე სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - ეს დღე საფრთხესთან და ავარიებთან ასოცირდება. უმჯობესია მოგზაურობის დაწყება ან მგზავრობა ხვალისთვის გადადოთ. ოჯახურ ურთიერთობებში მშვიდობა და სრული ჰარმონიაა.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეს დღე ცხოვრებისეული მოვლენებისა და რეალობის შეფასებას უნდა დაუთმოთ. თქვენი აურა და პიროვნული თვისებები გარშემო მყოფებს იზიდავს. მცირე წარუმატებლობებს ყურადღება არ მიაქციოთ, დაიცავით საკუთარი პოზიციები და მიზნისკენ თავდაჯერებულად იარეთ. გამძლეობა და მოთმინება სამომავლო გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ყველა საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. ამ დღეს ნათესავების, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი ყურადღება და გულისხმიერება უნდა გამოიჩინოთ. ნებისმიერი სიკეთე, რომელსაც ამ დღეს გამოიჩენთ, უახლოეს მომავალში ორმაგად დაგიბრუნდებათ. კარგი იქნება, თუ უკიდურესობაში არ გადავარდებით – დაიცავით ბალანსი ყველაფერში.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დაბრკოლებების მიუხედავად, ამ დღეს მხოლოდ წინ უნდა იაროთ. იღბალი თქვენს მხარესაა. ეცადეთ, მეტი სიმტკიცე და გონიერება გამოიჩინოთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. შეეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ და დამცინავ კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გადამწყვეტი მოქმედებისთვის მზად ხართ. გავლენიან წრეებთან კავშირის დამყარებას შეძლებთ, რაც ძალიან დაგეხმარებათ. მოგზაურობა და ახალი ნაცნობები საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენის საშუალებას მოგცემთ. სიყვარულში უკიდურესობაში ნუ გადავარდებით – ეს მნიშვნელოვანია. ჯობია, ყურადღება გართობასა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაზე გადაიტანოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ახალი, უსაფუძვლო შიშები დაღლილობას და სასიცოცხლო ძალების შემცირებას გამოიწვევს. მოერიდეთ მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებას და დოკუმენტების ხელმოწერას. ამ დღეს გაცნობილი ადამიანი მომავალში ძალიან დაგეხმარებათ. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა.

მსოფლიო
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.