USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რას გვპირდება 9 ნოემბერი - ასტროლოგიური პროგნოზი
Date:  313

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის?

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. მაგალითად, კაფეში ან კინოში წახვიდეთ, ბუნებაში დაისვენოთ. დიდი შანსია, რომ საინტერესო ნაცნობობა გააბათ.

კურო

თქვენს ურთიერთობებს გამოცდა ელის. კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად დიპლომატიის გამოვლენა მოგიწევთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გარშემო მყოფების კრიტიკას მოერიდოთ, თორემ შედეგი არ მოგეწონებათ.

ტყუპები

ეცადეთ, გარშემო მყოფების საუბარს ყურადღებით მოუსმინოთ - შესაძლოა, საინტერესო ინფორმაცია ან ღირებული იდეა გაიგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შეთავაზებულ დახმარებაზე უარი არ თქვათ, რადგან წარმატების მიღწევაში ხელს შეგიწყობთ.

კირჩხიბი

ცნობისმოყვარეობა გტანჯავთ და მზად ხართ, ინტერესის დასაკმაყოფილებლად მთები გადააბრუნოთ! მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი ინტერესი ხანმოკლე იქნება.

ლომი

ვარსკვლავები გონებრივი და ანალიტიკური მუშაობის მიმართულებით წარმატებას გპირდებიან. თქვენი იდეები და გეგმები გაამართლებს და შესანიშნავ შედეგს მოგიტანთ, ამიტომ რვეული და კალამი გვერდიდან არ მოიცილოთ.

ქალწული

ამ დღეს ქალწულს ერთ ადგილზე გაჩერება ეკრძალება! ვარსკვლავები გირჩევენ რაც შეიძლება მეტი იმოძრაოთ და იურთიერთოთ. თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვარჯიში, შოპინგი და ახალი ნაცნობობა. მთავარია, სიტუაციაზე და საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგოთ.

სასწორები

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება. მიზეზი თქვენი კატეგორიულობა და უკომპრომისობაა. ეცადეთ, მეტი მოთმინება და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ. მთელი დღის უსარგებლო კამათში გატარებას ნამდვილად ეს ჯობს.

მორიელი

სიტუაციამ შეიძლება არჩევანზე წინაშე დაგაყენოთ. ეს შეიძლება სამუშაო პროექტებს, შესყიდვებს და პირად ცხოვრებას ეხებოდეს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხვა ვარიანტების დავიწყება მოგიწევთ, ამიტომ ყურადღებით აწონ-დაწონეთ ყველაფერი. გული გეტყვით რა უნდა გააკეთოთ, გონება კი - რა არ უნდა გააკეთოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს გული და გონება სხვადასხვა რამეს გკარნახობთ - სურვილებს ერთი მიმართულებით მიჰყავხართ, ლოგიკას და ფაქტებს კი - სულ სხვა მიმართულებით. არ აჩქარდეთ - გადაწყვეტილება გულმაც და გონებამაც უნდა მოიწონოს. ასე თუ არ მოხდა, ჯობს სხვა ვარიანტები განიხილოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მთლიანად სახლის გარეთ გაატაროთ: დაესწარით რაიმე ღონისძიებას, კაფეს ან რესტორანს ეწვიეთ ან უბრალოდ სტუმრად წადით. თხის რქას აუცილებლად ექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახუროს.

მერწყული

რუტინული სამუშაოს ხასიათზე თუ არ ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, მომავალი შვებულება დაგეგმოთ, თუნდაც ის ჯერ კიდევ შორს იყოს.

თევზები

ამ დღეს წყნარ ოფისში ან სახლში მუშაობისთვის განწყობილი არ ხართ. გსურთ რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება შეიტანოთ საკუთარ ცხოვრებაში, იყოთ იქ, სადაც აქამდე არ ყოფილხართ. რას ელოდებით, იმოქმედეთ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way