USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Тбилиси
რას გვპირდება 9 მაისის ჰოროსკოპი?
дата:  1131

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ოვლენებით მდიდარი და აქტიური დღეა. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. საქმიანი შეხვედრები, ახალი ნაცნობობა და მოგზაურობა წარმატებული იქნება. დროა, დიდი ხნის უნახავ ახლობელს დაურეკოთ და მოიკითხოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ენერგიით სავსე ხართ და მისი ეფექტურიანად დახარჯვა გსურთ. შემოსავლის დამატებით წყაროზე უარს ნუ იტყვით, მაგრამ სიფრთხილით მოეკიდეთ და ცხოვრების მთავარ მიზნად ნუ აქცევთ. არახელსაყრელი დღეა სარისკო გადაწყვეტილებებისთვის, სამაგიეროდ - მშვენიერი დღეა საოცნებო ნივთის შესაძენად.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ხელსაყრელი დღეა სოციალურ და გასართობი ღონისძიებებზე დასწრებისთვის. გირჩევთ, მეტი იაქტიუროთ და გარშემო ენერგიული ადამიანები შემოიკრიბოთ. შესაძლოა, გეგმების განხორციელების შანსი მოგეცეთ და ხელიდან ნუ გაუშვებთ. უსაქმოდ ჯდომას და წუწუნს გამოსავლის ძიება სჯობს, რომელსაც აუცილებლად იპოვით.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს პირად ურთიერთობებში სულიერი სიახლოვე და ჰარმონია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნათესავები მოინახულოთ. მათთან გულწრფელი საუბარი ბევრ რამეზე თვალს აგიხელთ. შესაძლოა, ამ დღეს ვინმეს საიდუმლო გაიგოთ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის, მაგრამ ეცადეთ არ გადაიღალოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დაუსრულებელი საქმეები მძიმე ტვირთს ჰგავს, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ, ამ ტვირთისგან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეთ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ და გარშემო მყოფებს კრიტიკული შენიშვნებით თავი არ მოაბეზროთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ისე გააკეთეთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ასაკით უფროს ან თანამდებობით თქვენზე მაღლა მყოფ ადამიანთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობთ. თუ არ იზარმაცებთ, მუშაობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. პირად ურთიერთობებში სასიამოვნო ცვლილებები გელით. ეცადეთ, ემოციური ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ და არა - განცდებისკენ. სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

კარგი დღეა მოგზაურობის ან შვებულების დასაგეგმად. შესაძლოა, საყვარელი ადამიანისგან საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღე აქტიურად გაატაროთ. თუ თქვენს ცხოვრებაში პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ცვლილებები მოხდეს. სავარაუდოდ, ისინი ნათესავებთან ურთიერთობას ან ყოველდღიურ რუტინას ეხება. ის, რაც სხვებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, შეიძლება თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. თუმცა ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

9 მაისი კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თუ სამუშაო დროს სწორად გაანაწილებთ, ბევრის გაკეთებას შეძლებთ. პირადი მოთხოვნების დაკმაყოფილება ან გავლენის სფეროს გაფართოება საუკეთესო სტიმული იქნება, თუმცა შემდეგ საფეხურზე ასასვლელად სიზარმაცის დაძლევა მოგიწევთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ყოველმხრივ შესანიშნავი დღეა. რთული პროექტის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ თავს განტვირთვის საშუალება მისცეთ და დასასვენებლად წახვიდეთ. მონდომებული და მიზანსწრაფული ხართ, მაგრამ შედეგის მისაღწევად მხოლოდ ეს არ კმარა. დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებისთვის ინიციატივის გამოჩენა და გამჭრიახობა დაგჭირდებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

უმჯობესია, ეს დღე ოჯახს და სახლს დაუთმოთ. შეგიძლიათ წვეულება მოაწყოთ და ნათესავები მოიწვიოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგია და შრომის ნაყოფიერება იმდენად გაიზრდება, რომ ყველა რთული და უსიამოვნო დავალების დასრულებას შეძლებთ.

аналитика
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати