USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
რას გვპირდება 8 მაისის ჰოროსკოპი?
 662

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს გარემოებები ისე სწრაფად იცვლება, რომ მოულოდნელ პრობლემებზე სწრაფი რეაგირებისთვის უნდა მოემზადოთ. მთლიანობაში, ხელსაყრელი დღეა, რომელიც პოზიტიური ცვლილებების განხორციელების საშუალებას მოგცემთ. არსებობს შეცდომების გამოსწორების და შერიგების შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დაწყებული საქმე ბოლომდე რომ მიიყვანოთ, დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. გარშემომყოფები თქვენს პროვოცირებას ცდილობენ და თქვენს ნერვებს გამუდმებით გამოცდას უწყობენ. გირჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ზოგი პრობლემის გადაჭრას ვერ შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ თქვენთვის დამახასიათებელი წინდახედულობა გამოიჩინოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს რთული ამოცანების გადაჭრას უნდა მოერიდოთ - ძალებს უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან კარგად ნაცნობი საქმეებიც კი ჩვეულებრივზე მეტ დროს წაგართმევთ. ვარსკვლავები გვირჩევენ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და დახმარებისთვის ოჯახის წევრებს ან მეგობრებს მიმართოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

რთული და ემოციურად დაძაბული დღეა. მგზავრობა სამომავლოდ უნდა გადადოთ, რადგან გზაზე უსიამოვნებები გელით - შეიძლება დაგაგვიანდეთ, თანამგზავრებთან იჩხუბოთ ან საბუთები სახლში დაგავიწყდეთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი უნდა იყოთ და დაუფარავად უთხრათ ყველაფერი, რაც გაწუხებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. გირჩევთ, თქვენს პირად და ოჯახურ ბიუჯეტს გადახედოთ და ხარჯები შეამციროთ. ვარსკვლავებ,ი გირჩევენ საგადასახადო დავალიანება შეამოწმოთ, რათა უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. შეძენისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ მაღაზიებში სიარულს უნდა მოერიდოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ბევრი ქალწული ამ დღეს დაძაბულობას და გაურკვევლობას იგრძნობს. გირჩევთ, უარი თქვათ საეჭვო შეთავაზებებზე და ბიზნესში არ გარისკოთ. მეგობრული დამოკიდებულება უნდა გამოიჩინოთ მათ მიმართაც კი, ვინც არ მოგწონთ. არსებობს შეცდომების გამოსწორების შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ამ დღეს ახალი საქმის დაწყებას უნდა მოერიდოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

სასურველია, ამ დღეს აქტიურობა შეამციროთ და დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არაფერში ჩაერიოთ, რაც თქვენ გარშემო ხდება. უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, ეცადეთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ივარჯიშეთ და სუფთა ჰაერზე ისეირნეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

გირჩევთ, თქვენი პრინციპების, პარტნიორების ან მეგობრების ერთგული დარჩეთ. ახლა სიახლეებისა და ექსპერიმენტების დრო არაა. მოერიდეთ ისეთ კონფლიქტებში ჩარევას, რომლებიც თქვენ არ გეხებათ. ამის ნაცვლად, ეცადეთ თქვენი პროფესიული დონე გააუმჯობესოთ და ახალი უნარები შეიძინოთ - ისინი მალე კარიერული წინსვლისთვის დაგჭირდებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ნუ მოგატყუებთ მოჩვენებითი სიმშვიდე თქვენ გარშემო. არ მოდუნდეთ და არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ. უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. გირჩევთ, დაგეგმილი მოგზაურობა რამდენიმე დღით გადადოთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახის ხანდაზმულ წევრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. საშუალება გექნებათ, რომ თქვენი ინოვაციური იდეები განახორციელოთ, თუმცა, სწრაფ შედეგებს არ უნდა ელოდოთ. სავარაუდოდ, სასურველი შედეგის მისაღწევად რომელიღაც რესურსი ან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაკლიათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ტრავმის რისკი ახლავს, ამიტომ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიფრთხილე გმართებთ. ამ დღეს ყველა საქმე ჩვეულებრივზე ნელა მოგვარდება, ამიტომ ჯობს აქტიურობა და ფინანსური საქმეები სამომავლოდ გადადოთ ამის ნაცვლად, გამოყავით დრო საოჯახო საქმეებისთვის.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს კრიტიკას განსაკუთრებით მძაფრად განიცდით და უწყინარ შენიშვნაზეც კი მწვავედ რეაგირებთ. ეცადეთ, ახლოს იყოთ მათთან, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, ვინც ნებისმიერ სიტუაციაში მხარს გიჭერთ. მოერიდეთ კამათს და ურთიერთობების გარკვევას. დროა, თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზეც იფიქროთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way