USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
რას გვპირდება 7 ნოემბერი - ასტროლოგიური პროგნოზი
дата:  383

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ინტუიციას არ უნდა ენდოთ, გირჩევთ, ფაქტების კარგად გააანალიზოთ და ზუსტი გათვლები გააკეთოთ. ეცადეთ, დრო მონახოთ ანგარიშების მოწესრიგებისთვის ან ახალი ფინანსების მოზიდვის გეგმა შეიმუშაოთ - შეუძლებელია არაფერია.

კურო

მეგობრების რჩევებსა და დახმარებაზე უარს ამბობთ, რადგან ფიქრობთ, რომ ყველაფერი იცით და პრობლემებს თავად გაუმკლავდებით. მშვენიერია, მაგრამ ეცადეთ, თქვენი თავდაჯერება ამპარტავნებაში არ გადაიზარდოს. ყოველთვის მართალი ვერ იქნებით და გარკვეული საკითხების გადასაჭრელად თქვენი უნარები და გამოცდილება შეიძლება საკმარისი არ იყოს.

ტყუპები

ამ დღეს ძალაგამოცლილად გრძნობთ თავს და უმარტივესი სამუშაოს შესრულებაც კი გიჭირთ. ცდილობთ სამომავლოდ გადადოთ ყველა საქმე, რომლის თავიდან მოცილებაც შეიძლება. ეს მხოლოდ და მხოლოდ პესიმისტური განწყობის ბრალია. საკმარისია, ეგ განწყობა დაძლიოთ და თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება.

კირჩხიბი

ეს დღე ნათელი ემოციებით სავსეა! დაუქორწინებელ კირჩხიბებს წინ სპონტანური ამბები და „გულის აჩქარება“გელით - მიზეზი შეიძლება სხვადასხვა რამ გახდეს: ღიმილი, პაემანზე მიწვევა, ვინმეს მინიშნება.

ლომი

სავარაუდოდ, მიმდინარე საქმეებში გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. ეს შეიძლება იყოს როგორც წარმატებული პროექტი, ისე სიყვარულში გამარჯვება. ვარსკვლავები გირჩევენ, შექმნილი ვითარება კონკურენტების ჩამოცილებისა და საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გამოიყენოთ.

ქალწული

ვარსკვლავები ბრწყინვალე შესაძლებლობებს გთავაზობენ. შანსი ხელიდან რომ არ გაუშვათ, ძალიან სწრაფად მოქმედება მოგიწევთ. ამისთვის ყველა საჭირო თვისება გაქვთ: კომუნიკაბელურობა, სხარტი რეაქცია და ენერგია. ეს თვისებები დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერი მოვლენა თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ.

სასწორი

ამ დღეს შეგიძლიათ ყველაზე თამამი გეგმების განხორციელება დაიწყოთ. გირჩევთ, წვრილმანებსა და ყოველდღიურ საზრუნავზე დრო არ დაკარგოთ. გაბედული გადაწყვეტილებების ნუ შეგეშინდებათ - წინ ახალი მიღწევები გელით!

მორიელი

ამ დღეს არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. შესაძლოა, თავად ეს მნიშვნელოვანი არ გგონიათ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. არჩევანის გაკეთებისას ემოციებს და სხვების რჩევებს არ ენდოთ. თუ საკითხს პასუხისმგებლობით მიუდგებით, აუცილებლად გაიმარჯვებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენი დევიზია ყველაფერი ან არაფერი. მიზანს მკაფიოდ ხედავთ და მისკენ მიდიხართ, თუმცა გვერდით მყოფების ქმედებით უკმაყოფილო ხართ და მთელი დღე აკრიტიკებთ. დიახ, ამ დღეს შეიძლება ბევრს მიაღწიოთ, თუმცა არა - ადამიანებთან ურთიერთობაში.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ სიმართლეში სრულიად დარწმუნებული ხართ და გარშემო მყოფთა აზრები ყველაზე ნაკლებად გაინტერესებთ. ასეთი დამოკიდებულება, ერთი მხრივ, შეიძლება გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება, ჩხუბის მიზეზიც გახდეს.

მერწყული

ამ დღეს მერწყულის აქტიურობა, შრომისმოყვარეობა და თავდაჯერებულობა ყველას აღაფრთოვანებს. თუ ვარსკვლავებს დავუჯერებთ ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებას მიაღწევთ. მთავარია, საკუთარი თავდაჯერებით სხვები ზედმეტად არ გააღიზიანოთ.

თევზები

მოულოდნელმა სირთულეებმა შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ, მაგრამ ძალაც და ენერგიაც გაქვთ იმისთვის, რომ ამას გაუმკლავდეთ! თქვენი ნებისყოფით, კომუნიკაბელურობით და ადამიანების დარწმუნების ნიჭით ნებისმიერი სიტუაციას თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნებთ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати