USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
რას გვპირდება 5 ნოემბერი - ასტროლოგიური პროგნოზი
თარიღი:  349

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მთელ დღეს იმაზე ფიქრში გაატარებთ, პრინციპულად მოქმედება სჯობს თუ სიფრთხილე. სანამ თქვენ ფიქრობთ, მნიშვნელოვანი დრო და შესაძლებლობა იკარგება, ამიტომ ეცადეთ, გადაწყვეტილება დროულად მიიღოთ.

კურო

მთელ დღეს პესიმისტურ განწყობაზე გაატარებთ. ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება, თქვენს უკმაყოფილების და იმედგაცრუებას იწვევს, ამიტომ თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ დაგეგმილი, ჯობია, რამდენიმე დღით გადადოთ. საეჭვოა თქვენმა პესიმიზმმა და პასიურობამ წარმატებამდე მიგიყვანოთ.

ტყუპები

ეს დღე მოწყენილობისა და უიმედობის ნიშნით ჩაივლის. როგორც არ უნდა ეცადოთ, დაწყებული საქმეების დასრულებას ვერ შეძლებთ, თუმცა არც აპირებთ საქმის დაწყებას. საკუთარ თავში მონდომებას ვერ გრძნობთ, ამიტომ ჯობია, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება რამდენიმე დღით გადადოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბის ცხოვრებაში განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება. მიმდინარე საქმეები მშვიდად, ზედმეტი აურზაურის გარეშე ჩაივლის. წინდახედული კირჩხიბი რისკებისკენ მიდრეკილი არ არის, ამიტომ სიფრთხილეს ამჯობინებს. დიახ, ამ დღეს რევოლუციური მიღწევები არ გექნებათ, მაგრამ უსიამოვნო ამბებისგანაც დაზღვეული ხართ.

ლომი

დილიდან ახალი და საინტერესო საქმის დაწყებას ცდილობთ, მაგრამ სამწუხაროდ, ამის მცირე შანსი გაქვთ. იმედი ნუ გექნებათ, რომ გარშემომყოფებისგან ვიღაც ინიციატივას აიღებს და პასიური მდგომარეობიდან გამოგიყვანთ. ნუ იდარდებთ, ზოგჯერ მოწყენილობაც სასარგებლოა.

ქალწული

ამ დღეს ნებისმიერ განსხვავებულ აზრს მწყობრიდან გამოჰყავხართ და მზად ხართ, ყველა ოპონენტი კონსერვატორად და რეტროგრადად შერაცხოთ. სიჯიუტის გარდა, ქალწულის ასეთ საქციელს ახსნა არ აქვს, თუმცა ის უკან დახევას არ აპირებს და თავის პოზიციას ბოლომდე იცავს.

სასწორები

ამ დღეს სასწორის კისერზე შეჯდომისა და გასეირნების მსურველებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ - მათი ადგილიდან დაძვრა ძალიან რთული იქნება. გადაწყვეტილების მიღებამდე სასწორი იმდენს ფიქრობს და ყოყმანობს, რომ მოთმინება არავის ეყოფა. სავარაუდოდ, მთელი დღე ასეთ ფიქრებში ჩაივლის.

მორიელი

თუ რამეს შეუძლია თქვენი წყობიდან გამოყვანა, ეს რაღაცის შეცვლის საჭიროებაა. დარწმუნებული ხართ, რომ ცხოვრებაში ან ურთიერთობებში რადიკალური ცვლილება არაგონივრული და უსარგებლოა, განსაკუთრებით თქვენს გარემოცვაში.

მშვილდოსანი

ეს დღე მშვიდად ჩაივლის. მიმდინარე საქმეებს სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით. ბედი თქვენი სტატუსის განმტკიცების შანსს მოგცემთ. ბედი რომ არ დააფრთხოთ, ერიდეთ ყოველგვარ ექსტრავაგანტურობას. სიტყვებში, ჟესტებსა თუ ჩაცმულობაში უპირატესობა კლასიკურ სტილს მიანიჭეთ და იღბალი თქვენკენ მობრუნდება.

თხის რქა

ამ დღეს ახალი ნაცნობობისთვის განწყობილი არ ხართ და ზოგადად, ყველანაირ სიახლეს სიფრთხილით ეკიდებით. თუ ნაცნობობა ყველაფრის მიუხედავად შედგა, ის განსაკუთრებით ხანგრძლივი და მყარი იქნება. ამ დღეს ნაპოვნი მეგობარი თხის რქისთვის წლების მანძილზე ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი გახდება.

მერწყული

ამ დღეს თავში ბევრი ორიგინალური და სასარგებლო იდეა მოგივათ. ასეთი ხელსაყრელი მომენტი არ უნდა გამოტოვოთ, რადგან ძველი პრობლემის გადაჭრის შესანიშნავი შანსი გაქვთ.

თევზები

ამ დღეს თევზი ფულს ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი არ ასესხებს ან ასესხებს ისეთი პირობით, რომ არავინ დათანხმდება. ზოგადად, ფინანსურ საკითხებში თევზები არაფერს თმობენ. ისინი საკუთარ თავსაც კი არ მისცემენ ფულის უყაირათოდ ხარჯვის უფლებას და საოცარ თავშეკავებას იჩენენ.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.