USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
რას გვპირდება 4 ნოემბერი - ასტროლოგიური პროგნოზი
дата:  298

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გირჩევთ. გარემოებებს არ შეეწინააღმდეგოთ და დინებას მიჰყვეთ. ამ დღეს ბედთან კამათი უაზრობაა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გეგმებს მიჰყვეთ, მაგრამ იმისთვისაც მზად უნდა იყოთ, რომ გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ინტუიციას ენდეთ და ის გიკარნახებთ, მოულოდნელ სიტუაციაში როგორ იმოქმედოთ.

კურო

სრულიად მოულოდნელად, შეიძლება თავზე შემოქმედებითი ცუნამი დაგატყდეთ, რომელიც ყველა საქმესა და გეგმას დაგავიწყებთ. რა გაეწყობა, იქნებ ასე ჯობს, რადგან დიდი შანსია, რომ წარმოუდგენელ შდეგს მიაღწიოთ და ფასდაუდებელი მარგალიტი შექმნათ.

ტყუპები

საკუთარ გეგმებზე უარის თქმას ვერც ერთი გაუთვალისწინებელი გარემოება ვერ გაიძულებთ. შესაძლოა, ცოტა ხნით შეგაფერხოთ, მაგრამ საქმეების ბოლომდე მიყვანას შეძლებთ. ასე რომ, მთლიანობაში მშვიდი და ნაყოფიერი დღე გელით, მით უმეტეს, თუ ყველა წვრილმანზე არ ინერვიულებთ.

კირჩხიბი

მთლიანობაში ეს დღე მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის, თუმცა დღის განმავლობაში რამდენიმე მოულოდნელობა გელით. შესაძლებელია, ერთმა შეხვედრამ თქვენი ყველა გეგმა მკვეთრად შეცვალოს. თუმცა, ვითარება დმალე კალაპოტს დაუბრუნდება და მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გელოდებათ.

ლომი

თქვენს ცხოვრებაში სუფთა ჰაერის ნაკადი შემოიჭრება! ფრთხილად იყავით, რომ თავი არ დაკარგოთ. ამ გატაცების შედეგი დიდხანს შეგახსენებთ თავს და თქვენს ცხოვრებაზეც კვალს დატოვებს.

ქალწული

ამ დღეს ვარსკვლავების კეთილგანწყობას ყოველ ნაბიჯზე გრძნობთ. დღე საკმაოდ პოზიტიურად ჩაივლის. მუშაობის დროც გექნებათ და დასვენებასაც შეძლებთ. უსიამოვნო სიურპრიზებისგან საკუთარი წინდახედულობა და შესანიშნავი ინტუიცია დაგიცავთ.

სასწორები

დილიდან გრძნობთ, რომ შინაგანად დაძაბული ხართ და თუ იფეთქა, ბევრს დააზარალებს. თანაც ეს დღე სავსეა მოვლენებით, რომლებმაც შეიძლება თქვენი პროვოცირება მოახდინოს. გვერდიდან ისე ჩანს, თითქოს ვიღაც ბენზინის კასრის გვერდით ასანთით თამაშობს.

მორიელი

საკმაოდ წარმატებული დღეა. იმედით და თავდაჯერებით სავსე ხართ, მაგრამ არ უნდა მოდუნდეთ - ბედმა შეიძლება კონკურენტის დამარცხების შესანიშნავი შანსი მოგცეთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვებას დიდხანს ინანებთ.

მშვილდოსანი

უახლოესი ადამიანების წრეში დასვენება ძალიან სასარგებლო იქნება. სავარაუდოდ, სტუმრად მიგიწვევენ. მთავარია, ეს მიწვევა ისეთი ადამიანისგან მოდიოდეს, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ.

თხის რქა

თუ ამ დღეს დასვენება და განტვირთვა გსურთ, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებთ. როგორც კომფორტულად მოკალათდებით, რაღაც ან ვირაც გეგმების მკვეთრად შეცვლას გაიძულებთ. რა გაეწყობა, დასვენება სამომავლოდ უნდა გადადოთ.

მერწყული

ამ დღეს სხვადასხვა სიურპრიზს უნდა ელოდოთ. გამორიცხული არ არის, თქვენს გულში მოულოდნელად ვნებამ იფეთქოს და ეს „მორიგი რომანი“ არ იქნება. ეს გრძნობა თუნდაც ხანმოკლე იყოს, თქვენს სულში მაინც ხელშესახებ კვალს დატოვებს.

თევზები

ამ დღეს თევზების პროვოცირება ძალიან საშიშია. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად მშვიდები და ბედნიერები ჩანან, განრისხების დროს მათი შეჩერება შეუძლებელი იქნება. თევზებო, ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და ისეთი არაფერი ჩაიდინოთ, რასაც მერე დიდხანს ინანებთ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати