USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რას გვპირდება 27 ოქტომბერი - ასტროლოგიური პროგნოზი
Date:  421

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 ვერძი

ამ დღეს გირჩევთ, თავისუფალი დრო საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობაში გაატაროთ. მით უმეტეს, რომ ამ ეტაპზე აქტიური ქმედებების ხასიათზე არ ხართ. ასეთი განწყობის დროს კი სასარგებლო საუბრები სწორედ რომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

კურო

პერიოდულად თვითგვემის შემოტევებს ებრძვით. გეჩვენებათ, რომ რაღაც არასწორად გააკეთეთ და მომხდარში დამნაშავე მხოლოდ თქვენ ხართ. შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება, სწორი დასკვნები გამოიტანეთ და აღარასდროს დაუბრუნდეთ ამ თემას.

ტყუპები

მთელი დღეს იმაზე ფიქრში გაატარებთ რა, როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა გააკეთოთ. ამასთან დაკავშირებით შესანიშნავი გეგმები და იდეები გაქვთ, მაგრამ საეჭვოა, უახლოეს მომავალში აქედან რამე განხორციელდეს.

კირჩხიბი

ცდილობთ, ემოციები აკონტროლოთ და სამწუხარო გაუგებრობებს, რომლებიც ამ დღეს მრავლად იქნება, მშვიდად შეხვდეთ. თავის შეკავებას შეძლებთ, მაგრამ შინაგანი ფორიაქი დიდხანს გაგყვებათ. მაშინ იქნებ თავის შეკავება არც ღირს და ყველაფრის დროულად გარკვევა უკეთესი გადაწყვეტილებაა?

ლომი

ლომისთვის ისეთი საქმის დავალება, რომელიც მის პირდაპირ მოვალეობებში არ შედის, უშედეგო იქნება. ეს დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, პრობლემის მოგვარება კი შეგიძლიათ სამომავლოდ გადადოთ.

ქალწული

შესაძლოა, სახლში დიდი რემონტის დაწყების ან ინტერიერის შეცვლის იდეა დაგებადოთ. იდეა მიმზიდველია, მაგრამ მისი განხორციელება ჯერჯერობით არ ღირს - ამ ეტაპზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ.

სასწორები

ამ დღეს გიჭირთ საქმეზე ფოკუსირება. ზოგიერთ სასწორს დღის მეორე ნახევარში იმის სურვილიც გაუჩნდება, რომ დაწყებული საქმე მიატოვოს და რაღაც ახალს მოჰკიდოს ხელი. მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს - ეს დიდ გაუგებრობას და არეულობას გამოიწვევს.

მორიელი

ეს დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, მაგრამ ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა. სინამდვილეში, ფინანსური ან ურთიერთობის პრობლემებისგან ცოტა ხნით გაქცევა გსურთ. ზოგჯერ თვალის დახუჭვის ასეთი პოლიტიკა შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თავად პრობლემები არსად ქრება და მათი გადაჭრა მაინც მოგიწევთ.

მშვილდოსანი

თქვენს სულში სრული ქაოსია. ერთ მხრივ, ცდილობთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, მეორე მხრივ, ამის გაკეთებას ვერ ახერხებთ და უფრო ნერვიულობთ. ახლა ემოციების დრო არაა. ჯობს, ადამიანს პირდაპირ უთხრათ ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობთ, ვიდრე სიტუაციის დამალვა სცადოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დინებას მიჰყვეთ და ყველა პრობლემა თუ გაუგებრობა დაივიწყოთ. საღამომდე ამ ბედნიერ იდილიაში იქნებით, საღამოს კი გაოცებული აღმოაჩენთ, რომ პრობლემები არსად გამქრალა. ასე რომ, ადრე თუ გვიან, ისინი მაინც უნდა მოაგვაროთ.

მერწყული

მერწყულებს ქვიშაში თავის ჩამალვა და ემოციების შეკავება არ გამოგდით, თუმცა ახლა ეს საუკეთესო გამოსავალია, თუ მოახერხებთ.

თევზები

ამ დღეს თქვენი საოცარი უნარი სისულელეების კეთების საშუალებას არ მოგცემთ - რაც არ უნდა ღრუბლებში დაცურავდეთ, ტვინის სიღრმეში ყურადღებიანი ბუღალტერი ხართ, რომელიც ყოველ თეთრს ითვლის. ეს ბუღალტერი მეოცნებე თევზებს სწორ გზაზე დააყენებს. ასე რომ, არ ინერვიულოთ.

 

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way