USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
რას გვპირდება 27 ნოემბერი? - ასტროლოგიური პროგნოზი
თარიღი:  265

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ვერძს ყველაფრით გარისკვას სურს, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი წარმოდგენა რეალობაზე მისგან სრულიად განსხვავდება. გირჩევთ, არავის მოუსმინოთ და მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდოთ.

კურო

ამ დღეს საკუთარი პიროვნული თვისებებისა და მომხიბვლელობის დამსახურებით ნებისმიერი ადამიანის დარწმუნებას და მისი მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ საქმიანი შეხვედრის წინ აღელვება არ შეიძლება. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეებში შედგეს საუბარი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

ტყუპები

რაც არ უნდა დიდი სკეპტიკოსი იყოთ, თვალის დახუჭვა აღარ გამოგივათ და მაინც მოგიწევთ თქვენს ცხოვრებაში ზოგიერთი დამთხვევა ბედის ნიშნად აღიაროთ. ეცადეთ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ იმის მიმართ, რაც თქვენი სახლის კედლებში ხდება.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენი მთავარი იარაღი შემოქმედებითი აზროვნება იქნება. ეცადეთ, მთელი ყურადღება თქვენ გარშემო, უახლოეს გარემოცვაში განვითარებულ მოვლენებზე გადაიტანოთ. ახლა როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია, რომ ამ გარემოთი დატკბეთ. შესაძლოა, უჩვეულოს მიმართ თქვენს ლტოლვას მეგობრებმაც მხარი დაუჭირონ.

ლომი

ამ დღეს ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ, რაც ძალიან გაოცებთ, რადგან ბევრ საკითხში მათგან პრინციპულად განსხვავებულ პოზიციაზე ხართ. გირჩევთ შესაძლებლობა გამოიყენოთ, სხვადასხვა სფეროს ადამიანებთან საერთო ენა იპოვოთ და თქვენთვის ხელსაყრელ ცვლილებებზე შეუთანხმდეთ.

ქალწული

წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ პოზიციებს არ დათმობთ და სარგებელზე უარს არ იტყვით. საკმარისია სხვების გრძნობებზე ფიქრი. დროა, საკუთარ თავზე იზრუნოთ. გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომელსაც ბედი გულუხვად გთავაზობთ, რადგან ასეთი შანსი ხშირად არ მეორდება.

სასწორი

გირჩევთ, მთელი დღის მანძილზე მოვლენებს არ ჩამორჩეთ და გარშემო ყველაფერი აკონტროლოთ. ინტუიციისა და გამჭრიახობის დამსახურებით შეძლებთ, ნებისმიერ გარემოებას მოერგოთ, თუნდაც სიტუაცია უსწრაფესად იცვლებოდეს. თუ ამას მოახერხებთ, მაშინ ყველა სფეროში წარმატება გელით.

მორიელი

მიმდინარე საკითხებზე ფოკუსირებას როგორც არ უნდა ეცადოთ, რაღაც გამუდმებით ხელს გიშლით - ან ადგილს ვერ პოულობთ, ან შინაგან ფორიაქს ვერ ერევით. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ისევ და ისევ სამუშაო იქნება.

მშვილდოსანი

ამ დღეს იმ მოვლენების ანარეკლად იქცევით, რაც თქვენ გარშემო ხდება. მზად იყავით, რომ საკუთარი კეთილდღეობისთვის მსხვერპლის გაღება მოგიწევთ. ეცადეთ, ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

თხის რქა

დღეს არავითარ შემთხვევაში მარტო არ უნდა იმოქმედოთ. გახსოვდეთ, რომ გუნდური მუშაობა თქვენი წარმატების გასაღებია. ამიტომ ეცადეთ, დააფასოთ თქვენი გუნდის თითოეული წევრი.

მერწყული

ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს ინფორმაციის უზარმაზარი მოცულობისგან თავი აგიფეთქდებათ. ეცადეთ, ხმაურიან კამპანიაში დიდხანს არ დარჩეთ. თუ შესაძლებლობა მოგეცათ, ეცადეთ, დღეს განმარტოვდეთ.

თევზები

ამ დღეს თევზებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება ექნებათ. ისეთ უნარებსაც კი აამოქმედებთ, რომელთა შესახებ თავადაც არაფერი იცოდით. განსაკუთრებული ნიჭის წყალობით ყოველთვის ხვდებით, როდის არის საჭირო ინიციატივის აღება. უსმინეთ საკუთარ გონებას და სხეულს.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.