USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Тбилиси
რას გვპირდება 10 მაისის ჰოროსკოპი?
 805

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ხელსაყრელი დროა ახალი პროექტების დასაწყებად, განსაკუთრებით - თუ გვერდით ჭკვიანი და სანდო პარტნიორი გყავთ. ამ დღეს ბევრი ფიქრი და ანალიზი საჭირო არ არის, უბრალოდ, ეს დღე ზედმეტი ემოციების გარეშე უნდა გაატაროთ. გადაწყვიტეთ მეგობარს დაეხმაროთ? მზად იყავით იმისთვის, რომ თავის პრობლემებს მთლიანად თქვენ მოგახვევთ თავზე.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს განწყობა ისე სწრაფად გეცვლებათ, რომ გარშემო მყოფები ვერ ხვდებიან, როდის გიხარიათ და როდის გწყინთ. ვიღაც თქვენს ცდუნებას ცდილობს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ მისი აყოლა სიკეთეს არ მოგიტანთ და საკუთარ სისუსტეს მალე ინანებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნურაფერს დააყენებთ მასზე წინ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

შესაძლოა, ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მოგეცეთ, რაც გარშემო მყოფებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. ეცადეთ, თავი შეიკავოთ რჩევების მიცემისგან და საკუთარი აზრები თავს არავის მოახვიოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მთელი დღე ებრძვით სურვილს, რომ ყველაფერი მიატოვოთ და გაიქცეთ იქ, სადაც არავინ გიცნობთ, მაგრამ ახლა ამის გაკეთება არ შეიძლება. ამ დღეს ხალხის მასიდან გამორჩევას არ უნდა ეცადოთ. პირიქით, რაც შეიძლება შეუმჩნეველი უნდა იყოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს პირადი პრობლემების სწრაფად და წარმატებით მოგვარებას შეძლებთ. შეიძლება საყვარელი ადამიანის გულწრფელობა არ დააფასოთ, რითაც ძალიან გაანაწყენებთ. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიძლება გეგმის შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - რამდენიმე დღეში ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს პირადი პრობლემების სწრაფად და წარმატებით მოგვარებას შეძლებთ. შეიძლება საყვარელი ადამიანის გულწრფელობა არ დააფასოთ, რითაც ძალიან გაანაწყენებთ. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიძლება გეგმის შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - რამდენიმე დღეში ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თქვენს ცხოვრებაში ბინის ან სამუშაო ადგილის შეცვლის დრო დადგა. თუნდაც ახლა არ მოგწონდეთ, მალე მიხვდებით, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. მოვლენებს შორიდან ვერ დააკვირდებით, მეტი უნდა იაქტიუროთ. შესაძლოა, ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობისას სირთულეებს შეეჯახოთ, ამიტომ გირჩევთ, დახმარება გამოცდილ ადამიანს სთხოვოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

გეჩვენებათ, რომ ვიღაცამ კუთხეში მიგიმწყვდიათ. ეს კვირა თქვენთვის ქაოსური იქნება, თუმცა კვირის ბოლოს შეძლებთ სიმშვიდის მოპოვებას. სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში თქვენი შესანიშნავი ინტუიცია დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს უმნიშვნელო წვრილმანიც კი სიხარულს განიჭებთ. თუ რაღაც არ გამოგივიდათ, იმედი არ უნდა დაკარგოთ გახსოვდეთ, რომ დაღმართს ყოველთვის აღმართი მოსდევს, ღამეს კი - დღე. დღის მეორე ნახევარში ფულის დაუგეგმავი ხარჯვა გელით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს უმნიშვნელო წვრილმანიც კი სიხარულს განიჭებთ. თუ რაღაც არ გამოგივიდათ, იმედი არ უნდა დაკარგოთ გახსოვდეთ, რომ დაღმართს ყოველთვის აღმართი მოსდევს, ღამეს კი - დღე. დღის მეორე ნახევარში ფულის დაუგეგმავი ხარჯვა გელით.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს შეიძლება შემთხვევით გაიგოთ ამბავი, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ და შესაძლოა, დადებითი ცვლილებებისკენ გიბიძგოთ. სამსახურში ყველა თქვენზე უფროსობას ეცდება, მაგრამ საკუთარ პრინციპებს არ უნდა უღალატოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თევზებო, ამ დღეს ნებისმიერ ახალ საქმეს გაუმკლავდებით. იყავით თავდაჯერებული, რადგან ზოგიერთი ახლობელი თქვენს კრიტიკასა და მხილებას ეცდება. ეცადეთ, დათმოთ და ამ სიტუაციიდან კონფლიქტის გარეშე გამოხვიდეთ. გამონახეთ დრო, რომ შეეხმიანოთ ადამიანს, რომელიც ძალიან გენატრებათ.

аналитика
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати