USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
რას გულისხმობს "ღია ცის შეთანხმება" რომელსაც აშშ ტოვებს
дата:  751

წუხელ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ღია ცის“ შეთანხმებას ტოვებს.

შეთანხმება "ღია ცის შესახებ" ვენის დოკუმენტთან ერთად შეიარაღებაზე კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია რაც უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით არსებობს.  

აღნიშნული  საერთაშორისო შეთანხმება 2002  წელს  გაფორმდა. შეთანხმების მონაწილე 34 წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ისინი თავიანთ ტერიტორიაზე დაუშვებენ სადამკვირვებლო ფრენებს, რათა ჰქონდეთ ლეგალური ინფორმაცია ერთმანეთის სამხედრო პოტენციალის შესახებ. შეთანხმება მონაწილე ქვეყნების სამხედრო უწყებებს უფლებას აძლევს სპეციალური სადაზვერვო მოწყობილობით აღჭურვილი სამოქალაქო თვითმფრინავებით დააკვირდნენ ერთმანეთის ტერიტორიებს, შეამცირონ გაუგებრობა და ხელი შეუწყონ შეიარაღების შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესრულებას. „ღია ცის“ ხელშეკრულების ფარგლებში, 2002 წლიდან მოყოლებული, რუსეთმა და აშშ-მა 1200-ზე მეტი  ფრენა განახორციელა. 

ამასთან, ყველა სადაზვერვო გაფრენის წინ მხარეები ვალდებულნი არიან წინასწარ აცნობონ ერთმანეთს ფრენის გეგმა და დაუშვან საფრენ აპარატში მასპინძელი მხარის დამკვირვებლები, რომლებმაც უნდა დაადასტურონ, შეესაბამება თუ არა რეისი საერთაშორისო ნორმებს.

საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების წევრებს ეკრძალებათ ფრენების განხორციელება, წევრი ქვეყნის ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც 10 კმ-ზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული ისეთი მესამე ქვეყნის საზღვრიდან, რომელიც არ მონაწილეობს ხელშეკრულებაში.

აღნიშნული პუნქტი რუსეთმა 2010 წელს გამოიყენა, ხელშეკრულების დანარჩენი წევრი სახელმწიფოებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ საზღვრებთან 10 კმ-ზე ნაკლებ დისტანციაზე მიახლოების შეზღუდვის მიზნით. საქართველოს მხრიდან 2-წლიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის შედეგადაც 2012 წელს საქართველომ განაცხადა, რომ საქართველო აღარ მიიღებდა თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით, ამასთან, თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, არ განახორციელებდა სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საგულისხმოა, რომ საქართველო დარჩა ღია ცის შესახებ ხელშეკრულების მონაწილედ ყველა სხვა სახელმწიფოსთან მიმართებით.

როგორც სააგენტო „როიტერს“ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, ვაშინგტონში შეთანხმებიდან გასვლა ექვსთვიანი ანალიზის საფუძველზე მოხდა, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ რუსეთი ღია ცის შეთანხმების შესრულებაზე პერიოდულად უარს ამბობს. კერძოდ, შეთანხმების თანახმად, ყველა მონაწილე ვალდებულია, დაკვირვებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ქვეყნის მთელი ტერიტორია, თუმცა რუსეთმა შეზღუდა ფრენები მოსკოვზე, ჩეჩნეთზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთი 2008 წლიდან აკონტროლებს.

'მაშინ როცა აშშ, ჩვენს პარტნიორებთან და შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად, შეთანხმების ვალდებულებებსა და პირობებს იცავდა, რუსეთი წლების განმავლობაში უხეშად არღვევდა მას სხვადასხვა სახით.

ნუ შეგეშლებათ: მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი სიტუაციის ასეთ განვითარებასა და შეიარაღების კონტროლის არქიტექტურის ეროზიაზე“, — წერს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდერ გლუშკოს განცხადებით, მოსკოვს შეთანხმება არ დაურღვევია, ხოლო აშშ-ის მიერ მისი დატოვება „ძალიან სამწუხარო“ იქნება.

„უარვყოფთ ნებისმიერ მცდელობას, გამართლდეს გამოსვლა ამ ფუნდამენტური შეთანხმებიდან“, — განუცხადა მან სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტის“.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати