USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
რას გპირდებათ თქვენი ზოდიაქო დღეს???
 1195

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა ან ტელევიზორის ყურება არასწორი არჩევანია. ეცადეთ, ეს დღე უფრო აქტიურად გაატაროთ. მაგალითად, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად საინტერესო ღონისძიებას დაესწროთ. სანამ ადამიანებს პრეტენზიებს წაუყენებთ, კარგად დაფიქრდით, სამართლიანი ხართ თუ არა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პარტნიორის აზრს მეტი პატივი სცეთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

სიახლეები, რომლებსაც ამ დღეს მიიღებთ, განწყობას გაგიუმჯობესებთ. პირად ურთიერთობებში თავდაჯერებულად მოქმედებთ და იცით, როგორ მოახდინოთ შთაბეჭდილება პარტნიორზე. გირჩევთ, ეს შანსი გამოიყენოთ. საღამოს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც მოგწონთ და გსიამოვნებთ. დაძაბული კვირის ბოლოს დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გირჩევთ, ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და გაარკვიოთ, რა არის დასაშვები და რა არა. ეს უხერხულობას და პრობლემებს თავიდან აგაცილებთ. ეცადეთ, ძალები რაიმე ახალ და უჩვეულო საქმეში მოსინჯოთ ან იქ წახვიდეთ, სადაც არასოდეს ყოფილხართ. მშვენიერი დღეა ახალი გამოცდილების მისაღებად. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას არ უნდა დაუჯეროთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

საჭიროების შემთხვევაში, ზედმეტი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ადამიანებისგან ახსნა-განმარტებები უნდა მოითხოვოთ. თანამოსაუბრე როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს, თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცეთ. სასურველია, უხერხულ თმებზე საუბარს მოერიდოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად პრობლემებისგან თავის დაღწევა და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ილუზიებში ცხოვრების დრო დასრულდა. ეცადეთ, რეალობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და მიხვდებით, რომ ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის გჭირდებათ, ცხვირწინ გაქვთ და ვერ ამჩნევთ. გირჩევთ, საკუთარი პრობლემები უახლოეს მეგობართან ერთად განიხილოთ - სავარაუდოდ, მისგან ფასეულ რჩევას მიიღებთ. ნუ დაეხმარებით ადამიანს, ვისაც თქვენი დახმარება არ სჭირდება. შეგიძლიათ, საკუთარი ენერგია ბევრად უფრო ნაყოფიერად გამოიყენოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, თუნდაც უახლოეს მეგობართან საუბრის დროს, რათა უნებურად, ვინმეს გული არ ატკინოთ. თუ ადამიანებს არ ეთანხმებით, შეგიძლიათ პირდაპირ უთხარით, მაგრამ ეს უხეშობის გარეშე უნდა გააკეთოთ. ვარსკვლავები მარტოსულ ადამიანებს თავგადასავლებს ჰპირდებიან, შეყვარებულებს - რომანტიკას. გირჩევთ, საკუთარ თავზე მეტი იზრუნოთ და თუნდაც უმნიშვნელო ჯანმრთელობის პრობლემა უყურადღებოდ არ დატოვოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

საკუთარი უნარების საჯაროდ დემონსტრირების არ უნდა მოგერიდოთ. შურიან ადამიანებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მთავარია, თქვენი საქმიანი თვისებები დამსაქმებლებმა შენიშნონ. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის, ამიტომ ეცადეთ, ვარჯიშის ან სახლის დასუფთავებისთვის დრო გამონახოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თუ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი არ ხართ, ეცადეთ, საკუთარ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ. ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა და შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ახალი ურთიერთობის დაწყებას ნუ იჩქარებთ. ჯობს ჯერ ადამიანს დააკვირდეთ და მისი ხასიათი კარგად შეისწავლოთ. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას და არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან შეხვედრებს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შეიძლება ამ დღეს აღმოაჩინოთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეთ. სავარაუდოდ, პრობლემის მოგვარების სხვა გზაც არსებობდა, რომელიც გამოგრჩათ ან არ იცოდით. თუ კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. ვარსკვლავების მხარდაჭერით ამ დღეს ყველაზე რთულ და უსიამოვნო საქმეებსაც კი გაუმკლავდებით. შეგიძლიათ გარისკოთ და თამამი გეგმები განახორციელოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გაქცევას ნუ ეცდებით. დარჩით და მოლაპარაკება ბოლომდე მიიყვანეთ. ეს შეიძლება როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას ეხებოდეს. თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, ოპონენტთან კამათი არ მოგერიდოთ. ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებიც პერსპექტიულ წინადადებას გთავაზობენ. სწორი მენეჯმენტის პირობებში ამან შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შესაძლოა, ამ დღეს განახორციელოთ იდეა, რომელზეც დიდი ხანია, ფიქრობთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა იძაბება. ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ და კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრამდე მოსაფიქრებლად დრო ითხოვეთ და კითხვას მაშინვე ნუ უპასუხებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ფიქრობთ, რომ სათანადოდ არ დაგაფასეს? ახლა ყველაზე მეტად მხარდაჭერა გჭირდებათ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავს ყველაზე მეტად თავად დაეხმარებით. ამ დღეს ყველაზე მეტად პრობლემებისგან თავის დაღწევა და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობლებთან სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავოთ - შესაძლოა, სწორად ვერ გაგიგონ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის