USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რას გპირდებათ 30 ოქტომბერი - ასტროლოგიური პროგნოზი
Date:  335

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მოულოდნელად რაღაც სასარგებლოს გაკეთება მოგინდებათ, თანაც იმდენად, რომ გეგმების განხორციელებაში საკუთარი ოჯახის წევრებსაც ჩართავთ. საუკეთესო გადაწყვეტილება სახლის დალაგება იქნება, რა დროსაც ყველა შეძლებს თავისი საქმის პოვნას. ოჯახის წევრები თქვენს ინიციატივას განსაკუთრებული აღფრთოვანების გარეშე, მიიღებენ, თუმცა საყვედურების გარეშე.

კურო

ამ დღეს საქმეს მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით. მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ ყველაზე უბრალო და ჩვეულებრივ საქმიანობაში საინტერესო აქცენტების აღმოჩენა შეგიძლიათ. მშვენიერი დღეა ძველი გეგმების განხორციელებისთვის.

ტყუპები

ამ დღეს დარწმუნდებით, რომ ცხოვრება თამაში არაა და გარშემომყოფები თქვენი მორჩილი თოჯინების როლს არ შეასრულებენ. თუ საღამომდე ადამიანებით მანიპულირების სურვილი არ გაგიქრათ, მინიმუმ, უსიამოვნო საუბარს ვერ ასცდებით.

კირჩხიბი

ეს დღე დადებითი ენერგიით აგავსებთ! თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება სიბრძნითა და წინდახედულობით გამოირჩევა. ყველას გასაოცრად, ლამაზად და დამაჯერებლად დაასაბუთებთ ნებისმიერ აზრს, რასაც არ უნდა ეხებოდეს.

ლომი

ამ დღის ენერგია ნებისმიერი საქმისა და წამოწყებისთვის ხელსაყრელია. ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ნებისმიერ წვრილმანზე უზომოდ მტკივნეულად რეაგირებთ. ამის გამო, შეიძლება დაკარგოთ უამრავი შესაძლებლობა, რომელსაც ეს დღე გულუხვად გთავაზობთ. წარმატების გასაღები მარტივია - დაივიწყეთ წვრილმანები და ყურადღება მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანზე გაამახვილეთ.

ქალწული

ბედი მზადაა, რომ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ყველა შესაძლებლობა შემოგთავაზოთ. ალბათ, არ არსებობს ისეთი სიტუაცია, რომლის მოგვარებასაც თქვენთვის სასარგებლოდ ვერ შეძლებთ. ერთადერთი, რაც შეიძლება ქალწულს ვურჩიოთ, ემოციების კონტროლი და აზარტული თამაშებისგან თავის შეკავებაა.

სასწორი

ამ დღეს ყველაფერი ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მარტივად გამოგივათ. სახლში საკმაოდ პოზიტიური ატმოსფეროა, რადგან გაუგებრობების აღმოფხვრაზე დროულად იზრუნეთ. თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები მაინც დაგროვდა, ეს შესანიშნავი დღეა გულახდილი საუბრისა და ყველაფრის გამოსწორებისთვის.

მორიელი

ამ დღეს მორიელისთვის რჩევების მიცემას აზრი არ აქვს – მაინც ყველაფერს თავისებურად გააკეთებს. თუმცა თავად მორიელი რჩევა-დარიგებებს გულუხვად გასცემს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა კონფლიქტის განწყობა არ აქვს და მზად არის, ნებისმიერი უთანხმოება მშვიდად მოაგვაროს.

მშვილდოსანი

ყველაფერში, რაც ფულს და გრძნობებს ეხება, თავს სიტუაციის ბატონ-პატრონად გრძნობთ. საკმარისია შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნოთ და ამ დღის მოვლენები მშვენივრად განვითარდება.

თხის რქა

ამ დღეს ყურადღების ცენტრში მოხვედრას ადვილად შეძლებთ. რაც ყველაზე კარგია, ეს ყურადღება ძალიან პოზიტიური იქნება. ბედი შესანიშნავ შანსს მოგცემთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელება დაიწყოთ.

მერწყული

ვიღაც აუცილებლად შეეცდება თქვენით მანიპულირებას, თანაც ამას ისე მოხდენილად გააკეთებს, რომ შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ. თუ არ გინდათ, რომ მთელი დღე სხვის „დაკრულზე იცეკვოთ“, ეცადეთ, საუბრის დროს სიტყვა "არა" უფრო ხშირად გამოიყენოთ.

თევზები

ეს დღის არ არის ხელსაყრელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, ნუ ჩაერთვებით თუნდაც უწყინარ კამათში, რადგან შეიძლება ის სერიოზული უთანხმოებით დასრულდეს. ამიტომ, მოდუნდით და დაისვენეთ. ბოლოს და ბოლოს, გაიხსენეთ, რომ კვირა დასვენების დღეა!

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way