USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
რას გპირდებათ 29 ოქტომბერი - ასტროლოგიური პროგნოზი
дата:  334

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ოქტომბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს თავი გეგმებითა და პროექტებით გაქვთ სავსე და ეს მშვენიერია, რადგან ბედი მათი განხორციელების შანსს მოგცემთ. ეცადეთ ამ დღის მდიდარი შესაძლებლობები წვრილმან საკითხებზე არ გაცვალოთ. ეწვიეთ დიდ და ხმაურიან შეკრებებს. წარმატება სწორედ ასეთ ადგილებში გელით.

კურო

ამ დღეს გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები მხოლოდ თქვენს ნერვებზე თამაშით არიან დაკავებულნი, მაგრამ ასე არ არის. სინამდვილეში, მათ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ. თქვენი ნერვებზე თამაშით კი მხოლოდ ხანდახან ერთობიან.

ტყუპები

რაღაც შემთხვევა ან მოულოდნელმა შეხვედრა თქვენს სულში ემოციების ნამდვილ ქარიშხალს გამოიწვევს! რასაც არ უნდა გრძნობდეთ, ამ დღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას უნდა ერიდოთ. სულ რაღაც ერთ-ორ დღეში შეიძლება გარემოებები თავისთავად შეიცვალოს, მხოლოდ უნდა დაელოდოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს უმნიშვნელო საკითხებიც კი გაღიზიანებთ. წვრილმან უსიამოვნებებზე თქვენი რეაქცია იმდენად გადაჭარბებულია, რომ ზოგჯერ კომიკურადაც კი გამოიყურება. ყველაზე კარგი იქნება თუ აბსურდულ გაუგებრობებს იუმორით შეხედავთ. მშვიდად და ადეკვატურად პასუხს მაინც ვერ შეძლებთ.

ლომი

ამ დღეს ყურადღების მიქცევას საკმაოდ ადვილად ახერხებთ - საკმარისია საუბარი დიდ ფულს ან საზოგადოებაში მაღალ მდგომარეობას შეეხოს, რომ ყველა თქვენ გიყურებთ. შესაბამისად, არც თანამოაზრეების პოვნა გიჭირთ და არც საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ რას და როდის ამბობთ, თორემ შეიძლება დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვებით ახლობელ ადამიანებს გული ატკინოთ და ეს ურთიერთობების სერიოზულ გამოცდად იქცეს. გამორიცხული არ არის, რომ მშვიდი საუბარი სკანდალში და ჭურჭლის მტვრევაში გადაიზარდოს. ეს რომ არ მოხდეს საჩოთირო თემებზე საუბარს უნდა მოერიდოთ.

სასწორი

მთელი დღე ფინანსებთან დაკავშირებულ თემებზე საუბარში ჩაივლის. ცდილობთ უფულობის გამომწვევი მიზეზი იპოვოთ და აღმოფხვრათ, თუმცა ვერ ახერხებთ. ეცადეთ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალებში ჩახედოთ.

მორიელი

ამ დღეს მორიელის კეთილდღეობა შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს და სავარაუდოდ, უარესობისკენ. ახლა, როგორც არასდროს, ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში სიფრთხილე გჭირდებათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაშიც მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ მცირე გაუგებრობამაც კი შეიძლება ვნებათა ქარიშხალი გამოიწვიოს, რომლის დამშვიდება ძალიან რთული იქნება.

მშვილდოსანი

ეცადეთ უფრო მოკრძალებული იყოთ და საკუთარი ამბიციები და შესაძლებლობები ერთმანეთს შეუფარდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და ეს დღე ცუდად დაამთავროთ.

თხის რქა

გარემოებები გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით და გაიძულებთ დინების საწინააღმდეგოდ იცუროთ. სამწუხაროდ, ასეთ სიტუაციაში შეიძლება ძალიან დაზარალდეთ და უამრავი ტრავმა მიიღოთ, მაგრამ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა მაინც მოგიწევთ.

მერწყული

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დილას რომელი ფეხით ადექით. თუ მარჯვენით - დღე ყველა თვალსაზრისით მშვენიერი იქნება და საოცრად ჩაივლის. თუ მარცხენით - ყველა დაწყებული საქმე კრახით დასრულდება. ამიტომ ყურადღებით დააკვირდით რომელი ფეხით ადგებით. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, ისევ დაწექით. იქნებ მეორედ უფრო გაგიმართლოთ?

თევზები

ამ დღეს ყველაზე მეტად ნებისყოფა და სიმტკიცე გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ სიბრაზის მცირე გამოვლენაც კი შეიძლება ნამდვილ ქარიშხლად იქცეს, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს წალეკავს. ეცადეთ თავი აარიდოთ ძლიერ ემოციებს და დასაძინებლად ადრე დაწვეთ. ხვალინდელი დღე უფრო ადვილი იქნება.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати