USD 2.7422
EUR 2.8856
RUB 2.5051
თბილისი
რას გპირდებათ 22 ოქტომბერი - ასტროლოგიური პროგნოზი
თარიღი:  269

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გამორიცხული არ არის, რომ მთელი დღე სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარებას შესწიროთ. ამის გამო თქვენი პირადი საქმეები დროებით მეორეხარისხოვანი გახდება. ყველაფერს ორი მხარე აქვს - სხვა ადამიანების დახმარებით ახალ მეგობრებსა და მოკავშირეებს შეიძენთ, რაც ძალიან კარგია.

კურო

შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ორგანიზატორული უნარებით გარშემო მყოფები გააოცოთ. იმას, რაზედაც გუშინ ვერავის დაიყოლიებდით, დღეს შეიძლება, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწიოთ.

ტყუპები

ამ დღეს თქვენთვის მთავარი ამოცანა წესრიგის და სისუფთავის დამყარებაა. ამასთან, ეს მხოლოდ სახლის კი არა, პირადი ცხოვრების მოწესრიგებასაც ეხება. შესანიშნავი დღეა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაუგებრობის მოსაგვარებლად.

კირჩხიბი

თქვენი წარმატების საიდუმლო თანმიმდევრულ მოქმედებებში მდგომარეობს. ამ დღეს თქვენი გონება შესანიშნავად მუშაობს და ყველა დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას შეძლებთ. თქვენი უნარები ბიზნესში სარგებელს მოგიტანთ, თუმცა საყვარელი ადამიანიც არ დაივიწყოთ.

ლომი

ეცადეთ, საკუთარ ფინანსებში გაერკვეთ და ეს რაც შეიძლება დროულად გააკეთოთ, რადგან ასეთი ხელსაყრელი შესაძლებლობა დიდხანს არ გექნებათ. გირჩევთ, ქაღალდი და კალამი მოიმარჯვოთ და ხარჯები და შემოსავლები ჩამოწეროთ. ამ შემთხვევაში გეგმების წარმატებით დასრულების ალბათობა ძალიან მაღალია.

ქალწული

მშვიდად აკეთეთ საკუთარი საქმეები და ყველაფერი ისე გამოვა, როგორც თქვენ გსურთ. განსაკუთრებით ისეთ საკითხებში გაგიმართლებთ, რომლებიც თანმიმდევრულობასა და ლოგიკას მოითხოვს.

სასწორი

ამ დღეს რაც არ უნდა მოხდეს, გირჩევთ, მხოლოდ საკუთარი საქმეებით დაკავდეთ. ირგვლივ მიმდინარე მოვლენები არ ღირს იმად, რომ ყურადღება მიაქციოთ და დრო დაკარგოთ.

მორიელი

ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ ნებისმიერი შოუ მოაწყოთ! საკითხავი მხოლოდ ისაა, როგორი იქნება ეს შოუ - ლამაზი წარმოდგენა თუ ოჯახური სცენები ჭურჭლის მსხვრევით. ნებისმიერ შემთხვევაში, მორიელის შესაძლებლობები ყველა მიმართულებით უსაზღვროა.

მშვილდოსანი

ყველაფერმა, რაც დადგენილ წესებს ეწინააღმდეგება, შეიძლება თქვენი პროტესტი გამოიწვიოს. ეცადეთ, ეს გაღიზიანებასა და აგრესიაში არ გადაგეზარდოთ. შეწყვიტეთ სხვებისთვის მორალის კითხვა და საკუთარ ნერვებს გაუფრთხილდით.

თხის რქა

შესანიშნავი დროა მეგობრული შეხვედრის მოსაწყობად. ახლა ძალიან გჭირდებათ თბილი ატმოსფერო და დადებითი ემოციები!

მერწყული

ამ დღეს ხელმძღვანელებთან ურთიერთობას უნდა მოერიდოთ. როგორც არ უნდა ეცადოს შეფი, რომ პირადად ან ტელეფონით გაგესაუბროთ, იპოვეთ მიზეზი, რომ ასეთი კონტაქტი თავიდან აიცილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტია მოსალოდნელი.

თევზები

დღის წესრიგშია ორი კითხვა იქნება: "ვინ არის დამნაშავე?" და "რა გავაკეთო?" ამასთან, თუ მეორე კითხვაზე პასუხის შანსი დაბალია, დამნაშავეების პოვნა არ გაგიჭირდებათ. თუმცა, სხვა ადამიანებზე და სამართლიანობაზე ფიქრი დიდ დროს გართმევთ. იქნებ დროა, შეეშვათ დამნაშავეების ძიებას და საკუთარ საქმეებს მიხედოთ?

მსოფლიო
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.

ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.