USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
რას გპირდებათ 20 ოქტომბერი - ასტროლოგიური პროგნოზი
თარიღი:  311

ვერძი

ამ დღეს თქვენთვის ყველაზე სასარგებლო იქნება საზოგადოებაში გამოჩენა და იმ ადგილებში ყოფნა, სადაც „ელიტა“ იკრიბება. კარგი იქნება, თუ წახვალთ მოდურ კაფეში, ფილმის პრემიერაზე ან ახალ გამოფენაზე. სწორედ ამ ადგილებში გელით შეხვედრა, რომელიც თქვენს მომავალზე ძალიან დადებით გავლენას მოახდენს.

კურო

კარგი იქნება, თუ საღამოს პატარა დღესასწაულს მოაწყობთ და მეგობრებს დაპატიჟებთ (განსაკუთრებით მათ, ვინც დიდი ხანია, არ გინახავთ). აუცილებელი არ არის, რომ წვეულება რაღაც შემთხვევას ან თარიღს დაუკავშიროთ, შეგიძლიათ, უბრალო მეგობრული შეკრება მოაწყოთ. ერთადერთი, რასაც ამ დღეს უნდა მოერიდოთ, გადაჭარბებული ალკოჰოლი სასმელები და უხერხულ თემებზე საუბარია.

ტყუპები

გაცოფებთ იმაზე ფიქრი, რომ მთელი დღე ოთხ კედელში უნდა გაატაროთ. არ აქვს მნიშვნელობა, სად და როგორ, ახლა თქვენთვის მთავარია, რომ სახლიდან გახვიდეთ და თუნდაც უბრალოდ გაისეირნოთ. კარგი იქნება, თუ ამას მოახერხებთ, რათა უხასიათობას თავი დააღწიოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, რთულ და სერიოზულ თემებზე საუბრით ახლობელ ადამიანთან ვითარება არ გაართულოთ. ისაუბრეთ სასიამოვნო წვრილმანებზე, თუნდაც სისულელეზე.

ლომი

ეცადეთ, რომ მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, რადგან ამ დღეს დაუფიქრებელი სიტყვების გამო უამრავ მტერს შეიძენთ, მაგრამ თუ პოზიტიურ ტალღაზე „გადართვა“ მოახერხეთ, საუკეთესო მეგობრებს გაიჩენთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი ემოციები ძალიან ძლიერი და გადამდებია, საკუთარი აზრების ხმამაღლა გამოხატვის სურვილი კი ზოგჯერ უადგილო და საშიში.

ქალწული

ამ დღეს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას ცდილობთ, სადაც მხიარულებაა და სიცოცხლე ჩქეფს. თავად მხიარულებით არ გამოირჩევით, უბრალოდ, ბედნიერ ადამიანებთან სიახლოვე გსიამოვნებთ. თუ ამ დღეს სერიოზულ საქმეს არ გეგმავთ, კარგი იქნება თუ საღამოს რომელიმე ჯაფეში გაატარებთ.

სასწორები

ამ დღეს საყოველთაოდ აღიარებულ წესებსა და ჩარჩოებს არ ემორჩილებით. უფრო მეტიც, მიგაჩნიათ, რომ ამაზე მაღლა დგახართ. თუმცა სხვებს ამ საკითხზე შეიძლება განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ. და კიდევ, ნუ იქნებით ზედმეტად ცნობისმოყვარე! ამ დღეს შესაძლოა ამ თვისებამ ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.

მორიელი

ამ დღეს სურვილსა და მოვალეობას შორის მერყეობთ. ერთი მხრივ, დაგროვილი საქმეები სასწრაფოდ მოქმედებას მოითხოვს, მეორე მხრივ, მოსაწყენი საქმისგან გაქცევას და საინტერესო საქმეების კეთებას ცდილობთ. კარგი იქნება, თუ ოქროს შუალედის პოვნას მოახერხებთ.

მშვილდოსანი

ეს დღე საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობას გპირდებათ. მოსალოდნელია ახალი საინტერესო ნაცნობობა ან შეხვედრები, რომლებიც თქვენს გეგმებს მთლიანად შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები რადიკალურ ცვლილებებს არ გპირდებიან, ეს დღე ახალი შთაბეჭდილებებით დაგამახსოვრდებათ. საღამოს ქალაქგარეთ გასეირნება შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება.

თხის რქა

ამჟამად დღის წესრიგში პირველ საკითხად კამათი, დაპირისპირება და ურთიერთობების გარკვევა იქნება. თუ გსურთ, კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე უარყოფითი შედეგები აიცილოთ, ეცადეთ ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და თუნდაც ერთი დღით განმარტოვდეთ.

მერწყული

მოგზაურობაზე ფიქრი არ გასვენებთ. საეჭვოა, რომ სამსახურში ან სახლში თქვენი გეგმები მოეწონოთ, თუმცა სურვილს ვერ უმკლავდებით. ბევრად უკეთესი იქნება, თუ მომავალ მოგზაურობას მშვიდად დაგეგმავთ.

თევზები

ამ დღეს შეიძლება ჭორებისა და ინტრიგების ატმოსფეროში თავით ჩაეფლოთ. ფრთხილად იყავით - ამან შეიძლება გარშემო მყოფებთან თქვენი ურთიერთობა ძალიან გაართულოს.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.