USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
რას გპირდებათ 19 ოქტომბერი - ასტროლოგიური პროგნოზი
თარიღი:  436

ვერძი

ბოლო დროს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე ფიქრი მოსვენებას არ გაძლევთ და არც ეს დღეა გამონაკლისი. შეეგუეთ იმ აზრს, რომ უცებ და მარტივად გამდიდრების შანსი ამ ეტაპზე ძალიან მცირეა.

კურო

ამ დღეს ყველაზე ადვილი საყოფაცხოვრებო სამუშაოებიც კი შეიძლება წამებად და ნერვების გამოცდად იქცეს. ასე რომ, ეცადეთ, დღეს სახლის საქმეები მინიმუმამდე შეამციროთ და საღამოს კარგად დაისვენოთ.

ტყუპები

ამ დღეს სულიერ აღტყინებას და სრულიად უადგილო ენთუზიაზმს გრძნობთ. თუ არ გსურთ, თქვენს ამაღლებულ განწყობაზე საპასუხო რეაქციამ გული გატკინოთ, ეცადეთ ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და, თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატაროთ.

კირჩხიბი

თუ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას ცდილობთ, დღეს განსაკუთრებით ერიდეთ იმ ადგილებს, სადაც გემრიელი სუნი ტრიალებს. თავს ნუ იტყუებთ, რომ ერთ ნაჭერზე მეტს არ შეჭამთ. თავადაც იცით, რომ ერთზე გაჩერება გაგიჭირდებათ.

ლომი

ეს დღე კარგად ცნობილი დევიზით ჩაივლის - „ყველაფერი ან არაფერი“ და არავინ იცის, რომელი უკეთესია. თუმცა, თუ მთელ დროს უსაქმურობაში გაატარებთ, შეიძლება ამ დღემ დიდი ცვლილებების გარეშე, მაგრამ მშვიდად ჩაიაროს. დაფიქრდით, იქნებ მართლა დასვენება ჯობს?

ქალწული

მშვიდი და პასიური დღეა, რომელიც მოდუნებისა და დასვენებისკენ განგაწყობთ. ამაში პლანეტების განლაგებაც ხელს გიწყობთ და თქვენგან განსაკუთრებულ მიღწევებს არ ელოდება. ასე რომ, შეგიძლიათ, ინიციატივა სხვებს დაუთმოთ და მაყურებლის როლი მოირგოთ. ამ დღეს ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

სასწორები

ბოლო დროს აკვიატებული იდეა დილიდანვე მოსვენებას არ გაძლევთ. მთელ დღეს ამაზე ფიქრში გაატარებთ, თუმცა იდეის განხორციელება ადვილი არ იქნება. თუ ეს მაინც გამოგივიდათ, ნამდვილად საუკეთესო და გრანდიოზული შედეგით დასრულდება.

მორიელი

ამ დღეს უკმაყოფილების განცდა წამითაც არ გტოვებთ. ყველაზე მარტივი საქმეების განხორციელებაც კი უდიდეს სირთულეებს უკავშირდება. გაღიზიანებული ხართ და ცდილობთ, ბრაზი გარშემო მყოფებზე იყაროთ. გირჩევთ, ეს არ გააკეთოთ, რადგან იმაზე მეტ პრობლემებს შეიქმნით, ვიდრე ახლა გაქვთ. ხვალ ბევრი სირთულე თავისთავად მოგვარდება.

მშვილდოსანი

ცდილობთ, მეგობრები რაღაც საინტერესო საქმით დააინტერესოთ, მაგრამ ამის გაკეთებას არ გირჩევთ - ჯერ ერთი, ამ დღეს თანამოაზრეების პოვნა გაგიჭირდებათ. კიდეც რომ მოახერხოთ, შედეგი სასურველისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. უმჯობესია, ინდივიდუალური საქმით დაკავდეთ.

თხის რქა

ამ დღეს ენერგიით ხართ სავსე, თუმცა მთავარია, რაში გამოიყენებთ ამ ძალას. თუ მას სასარგებლო საქმეებისკენ მიმართავთ, ერთ დღეში იმდენი საქმის გაკეთებას შეძლებთ, რასაც სხვები თვეების მანძილზე ვერ ახერხებენ. მაგრამ თუ რაღაც შეგეშალათ, შედეგი ბომბის აფეთქების მსგავსი იქნება.

მერწყული

ამ დღეს შეგიძლიათ მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ და უსაქმურობით დატკბეთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მაინც ვერაფერს შეცვლით, მეორეც, სიტუაციაზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი მცდელობა, ქაოსისა გარდა, არაფერს მოიტანს. თქვენი ჩარევის გარეშე კი ყველაფერი ადრე თუ გვიან მოწესრიგდება.

თევზები

დღეს რაღაც ან ვიღაც გაგაკვირვებთ და იმედებსაც კი გაგიცრუებთ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს წარსულიდან, რომლის ნახვაც დიდად არ გსურდათ. ნუ გექნებათ მკაცრი რეაქცია. იფიქრეთ პოზიტიურად.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.