USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
რას გპირდებათ 17 ოქტომბერი - ასტროლოგიური პროგნოზი
Date:  432

ვერძი

იყავით მაქსიმალურად აქტიური, მოუხმეთ მეტ დიპლომატიას, ყველაფერი ბრწყინვალედ წავა. განსაკუთრებით წარმატებულია დღე სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.

კურო

დღეს კარგი იქნება, თუ ძველი დაპირებების შესრულებისთვის მიიღებთ ზომებს. დღის მეორე ნახევარი კი თამამად შეგიძლიათ თქვენს თავს მიუძღვნათ.

ტყუპები

დღის მთავარი პრინციპი უნდა იყოს ზომიერება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებსა და მოჩვენებითად მიმზიდველ წინადადებებს. კარგია, ეს დღე ისეთი საქმეებისთვის, რომელიც წარსულში მოუცლელობის გამო გადადეთ.

კირჩხიბი

დღე ჩვეულ ვითარებაში ჩაივლის, ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანს, გახალისდით ,ასევე გაახალისეთ გარემოც.

ლომი

შესაძლოა, იმიჯის ცვლის სურვილმა შეგიპყროთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ (22 ოქტომბრამდე მაინც). კარგი დღეა კომუნიკაციებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის. შესაძლოა, საინტერესო ხალხს გადაეყაროთ.

ქალწული

დღეს იმოქმედეთ აუჩქარებლად, იყავით ყურადღებით. ლამაზად შეფუთულ წინადადებებზე ნუ იჩქარებთ დათანხმებას. საღამოს მეტად დაისვენეთ, შემოქმედებითად განიტვირთეთ.

სასწორი

დღე თითქოს ერთფეროვანია, თქვენც მაქსიმალურად ჩაფლული ხართ საქმეებში, თუმცა, აუცილებლად გამონახეთ დრო განტვირთვისთვის, იქნება ეს ხედი სამსახურის ფანჯრიდან, სუფთა ჰაერზე გასეირნება, თუ რაიმე საინტერესო ფილმის ნახვა.

მორიელი

მეტი დრო დაუთმეთ ახლობელ ადამიანებთან კომუნიკაციას, განიხილეთ მათთან ერთად თუნდაც სამსახურის საქმეები. მოსინჯეთ პატარ-პატარა სიახლეები ნებისმიერ სფეროში.

მშვილდოსანი

მშვენიერი დღეა. საქმიანობაში, შესაძლოა, დაგჭირდეთ ადამიანების მხარდაჭერა, თუმცა ყურადღებით იყავით ფარისეველ ადამიანებთან, მეტად დროში გამოცდილ ადამიანებს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

თხის რქა

შესაძლოა, იგრძნოთ ძალების მოზღვავება, ნუ დაკარგავთ დროს, მიხედეთ თქვენს საქმეებს, აკონტროლეთ დროის მენეჯმენტი.

მერწყული

დღე განსაკუთრებით ნაყოფიერია საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, პროექტების განხილვისთვის, ნებისმიერი სახის კომუნიკაციისთვის. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, რაიმეს შეცვლამდე, კარგად დაფიქრდით.

თევზები

შესაძლოა, გარკვეულმა გაუგებრობებმა იჩინოს თავი, ამიტომ, იყავით მეტად გამგები, მშვიდად შეხვდით კრიტიკულ შენიშვნებსა თუ შეფასებებს. ნუ გადადებთ ისეთ საკითხებს სამომავლოდ, რომლის გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way