USD 2.7130
EUR 3.1672
RUB 3.2974
Tbilisi
რას ამბობს რუსული დაზვერვა ჩინეთის შესახებ - გიორგი კობერიძე
Date:  728
რამდენიმე დღის წინ The New York Times-ში გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო ანალიზი რუსეთის უშიშროების სამსახურიდან გაჟონილი დოკუმენტის შესახებ, რომელშიც რუსული დაზვერვა ჩინეთის შესახებ საუბრობს.
დოკუმენტში ჩინეთი რუსეთის მტრადაა წარმოჩენილი, რომელიც მოსკოვის მძიმე სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სარგებლობს და ერთის მხრივ ახდენს ციმბირის მხარისა და არქტიკაში საკუთარი ინტერესების გაძლიერებას, ხოლო მეორეს მხრივ იპარავს ინფორმაციასა და სამხედრო ტექნოლოგიებს რუსეთიდან, ფრონტის ხაზზე კი დასავლურ შეიარაღებასა და ტაქტიკებს აკვირდება.
დოკუმენტი საუბრობს ეკონომიკურ დამოკიდებულებაზეც. ჩინეთი ცდილობს სრულად აითვისოს იაფიანი რუსული მინერალური რესურსები და ეკონომიკურადაც თავის თავზე ჩამოკიდოს მოსკოვი - როგორც რუსული პროდუქციის გასაღების დიდი ეკონომიკური სივრცე, ისე პირიქითაც, ჩინური პოდუქტების გაყიდვის ბაზარი, მით უფრო სანქციების პირობებში.
დოკუმენტი საუბრობს რუსი ჩინოვნიკების, ბიზნესმენებისა და მეცნიერების რეკრუტირებაზეც ჩინეთის მხრიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკურთან ერთად, საზოგადოებრივ აზრის ფორმირებასაც ცდილობს ჩინეთი. რუსული უშიშროება შეშინებულია იმითაც, რომ ჩინურ აკადემიურ წრეებში რუსეთის ტერიტორიებზე საუბარი ღიად მიმდინარეობს. ეს კი მოსამზადებელი სამუშაოების ერთგვარი ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს.
უცნობი არაა, რომ ჩინეთს დიდი ხანია ციმბირის მხარეზე თვალი აქვს დადგმული. განსაკუთრებით მისი დაინტერესება მდინარე ამურის აუზზე ვრცელდება. ამ რეგიონში დიდია შერეული ქორწინებების რიცხვიც, ხოლო ჩინური მანქანები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ბაზრის უმთავრეს წილს წარმოადგენს. გაზრდილია ჩინური ენის ცოდნის მაჩვენებელიც. სხვათა შორის რამდენიმე თვის წინ ვლადიმერ პუტინი ტრაბახობდა ჩემმა შვილიშვილებმა უკვე იციან ჩინურიო. დოკუმენტი იმაზეც საუბრობდა, რომ ჩინეთი არქტიკაში რუსეთის გავლით ძალიან იკიდებს ფეხს და რომ რუსული პორტების ნაწილი სწორედ ჩინეთის მხრიდან ტექნიკურ უზრუნველყოფაზეაო დამოკიდებული.
რუსეთში ამ ყველაფერზე ღიად არ/ვერ საუბრობენ, მაგრამ წინათ ზოგეირთი რუსი კომენტატორი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჩინურ-შუა აზიური საფრთხეების მეორე ხარისხოვნად გადაწევის გამო.
ისეთი არაფერი თქმულა ამ სტატიასა და დოკუმენტშიც რაც არ ვიცოდით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რაღაც დონეზე რუსულ უშიშროებაში ხდება ამ საფრთხის გააზრება, მაგრამ პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში ჩინეთის შეკავება ძალიან გაუჭირდება მოსკოვს. საეჭვოა ახლო მომავალში რუსეთი ჩინეთს რაიმე თვალსაზრისით დაუპირისპირდეს. ამის არც ეკონომიკური შესაძლებლობა აქვს რუსეთს და არც პოლიტიკური ნება არებობს კრემლში. მოსკოვის საგარეო პოლიტიკური კურსი და მეზობლებთან ქცევა იმგვარია, რომ ჩინეთის მიღმა სვლები შეიზღუდული აქვს. მოსკოვში სავარაუდოდ სჯერათ, რომ ჯერ დასავლეთს დაამარცხებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩინეთსაც შეაკავებენ.
სხვათა შორის 90-ან წლებში იყო მოლოდინი, რომ თუკი რუსეთი დაიშლებოდა ციმბირს წაიღებდა ჩინეთი. მაშინ რუსეთი არ დაშლილა, მაგრამ ნელი ჩინური პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია არც რუსეთთან მიმართებით გაჩერებულა და ახლა, როდესაც რუსეთის ეკონომიკა ასეთ მდგომარეობაშია, მაშინ ჩინური გავლენები იზრდება.
სტატიის ბმული https://www.nytimes.com/
tbilisi
ნაძალადევის რაიონში, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება
დაისის პირველი შესახვევის N13-თან გზის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
 
ნაძალადევის რაიონში, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება. ამჯერად, კიდევ ერთი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაისის პირველი შესახვევის N13-თან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 17 მეტრი სიგრძის და 4 მეტრი სიმაღლის კედელი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი.
 
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 100 000 ლარია გათვალისწინებული.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way