USD 2.7207
EUR 2.9509
RUB 2.8314
Тбилиси
«Frankfurter Rundshcau» (გერმანია): „არჩევნების წინ თბილისში ათობით ათასი მოქალაქე პროტესტს აცხადებს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ და მხარს უჭერს ევროპულ კურსს“
дата:  63

გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundshcau) ეხმაურება თბილისში ქართული ოპოზიციის მიერ გამართულ პროევროპულ მიტინგს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „არჩევნების წინ თბილისში ათობით ათასი მოქალაქე პროტესტს აცხადებს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ და მხარს უჭერს ევროპულ კურსს“ (ავტორი - კილიან ბეკი). პუბლიკაციაში გადმოცემულია საპროტესტო აქციის მიზანი და მიმდინარეობა - ქართული პოლიტიკური მოვლენა განხილულია მოლდოვას არჩევნებისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.

 „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ - ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ ამომრჩევლები მიტიგზე, რომელზეც მთავარ მოქმედ ფიგურად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოჩანდა. იგი თავისი საქმიანობით ცდილობს საქართველო პროდასავლური (პროევროპული) გზიდან არ გადაახვევინოს და ქვეყანას ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრად მიღებაში. სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს არაერთხელ დასხმია თავს ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი, რომელიც თავის ნეგატიურ გავლენას თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში ახორციელებდა. ამჯერად თბილისს აქვს შანსი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებით თავიდან აიცილოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების საფრთხე“, - ნათქვამია სტატიაში.

საქართველოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარ ადამიანს 68 წლის მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს, წლების განმავლობაში იგი მმართველი პარტიისა და მთავრობის „უჩინარ“ ლიდერად ითვლებოდა, ამჟამად კი საარჩევნო კამპანიაში პირადად მონაწილეობს. მილიარდერმა ტავისი ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში საქმიანობის დროს დააგროვა. აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტის შტეფან მაისტერის აზრით, ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება კრემლის პირდაპირ მარიონეტობაში შეცდომა იქნებოდა. იგი, ალბათ, უფრო იმით ხელმძღვანელობს, რომ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოება ან გაწევრიანება მისთვის  ხელისუფლების დაკარგვას ნიშნავს“.

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა, მაგრამ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ანტიდემოკრატიული კანონები მიიღო და რუსეთთან დაახლოება დაიწყო, ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.

პროდასავლურ ოპოზიციას იმედი აქვს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს, მაგრამ მისი მთავარი ნაკლი საკუთარ რიგებში განხეთქილების არსებობით გამოიხატება. საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, პროევროპულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ ხმების იმდენი რაოდენობა მიიღონ, რომ კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ და დღევანდელი პრორუსული ხელისუფლება პროდასავლურით შეცვალონ. ოპოზიციამ მაისში ხელი მოაწერა „ქართულ ქარტიას“ - სამომავლო მოქმედების დეკლარაციას, რომლის თანახმად, ოპოზიციის მიერ ხმების უმეტესი რაოდენობის მიღების შემთხვევაში შეიქმნება ტექნოკრატული მთავრობა და 2025 წელს თავისუფალ არჩევნები ჩატარდება.

იმისგან დამოუკიდებლად, გაიმარჯვებს თუ დამარცხდება ოპოზიცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, კონრად ადენაურის ფონდის თბილისის ოფისი თავის მოხსენებაში აღნიშნავს, რომ ქართული ლიბერალური სამოქალაქო საზოგადოება დასავლეთისაგან მხარდაჭერას საჭიროებს. „ლიბერალური საზოგადოება „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გულს“ წარმოადგენს. თუ რუსეთთან დაახლოების პროცესი გაგრძელდება, ეს იქნება დიდი დარტყმა ევროკავშირის მეზობლობის პოლიტიკისადმი კავკასიის რეგიონში. ეს იქნება ასევე ცუდი სიგნალი მეზობელი სომხეთისათვის, რომელიც რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლას და ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობს. საქართველოსთვის რუსულ-ჩინური ავტორიტარული ბლოკის გავლენა „კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება’, - აღნიშნულია სტატიაში.

წყარო: https://www.fr.de/politik/georgien-wahl-prognose-ergebnis-russland-eu-kurs-putin-agentengesetz-ex-sowjet-republik-ukraine-krieg-zr-93367277.html

 

область
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი.

მისივე თქმით, ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.

„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს,სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати