გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundshcau) ეხმაურება თბილისში ქართული ოპოზიციის მიერ გამართულ პროევროპულ მიტინგს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „არჩევნების წინ თბილისში ათობით ათასი მოქალაქე პროტესტს აცხადებს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ და მხარს უჭერს ევროპულ კურსს“ (ავტორი - კილიან ბეკი). პუბლიკაციაში გადმოცემულია საპროტესტო აქციის მიზანი და მიმდინარეობა - ქართული პოლიტიკური მოვლენა განხილულია მოლდოვას არჩევნებისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.
„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ - ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ ამომრჩევლები მიტიგზე, რომელზეც მთავარ მოქმედ ფიგურად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოჩანდა. იგი თავისი საქმიანობით ცდილობს საქართველო პროდასავლური (პროევროპული) გზიდან არ გადაახვევინოს და ქვეყანას ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრად მიღებაში. სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს არაერთხელ დასხმია თავს ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი, რომელიც თავის ნეგატიურ გავლენას თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში ახორციელებდა. ამჯერად თბილისს აქვს შანსი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებით თავიდან აიცილოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების საფრთხე“, - ნათქვამია სტატიაში.
საქართველოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარ ადამიანს 68 წლის მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს, წლების განმავლობაში იგი მმართველი პარტიისა და მთავრობის „უჩინარ“ ლიდერად ითვლებოდა, ამჟამად კი საარჩევნო კამპანიაში პირადად მონაწილეობს. მილიარდერმა ტავისი ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში საქმიანობის დროს დააგროვა. აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტის შტეფან მაისტერის აზრით, ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება კრემლის პირდაპირ მარიონეტობაში შეცდომა იქნებოდა. იგი, ალბათ, უფრო იმით ხელმძღვანელობს, რომ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოება ან გაწევრიანება მისთვის ხელისუფლების დაკარგვას ნიშნავს“.
საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა, მაგრამ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ანტიდემოკრატიული კანონები მიიღო და რუსეთთან დაახლოება დაიწყო, ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.
პროდასავლურ ოპოზიციას იმედი აქვს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს, მაგრამ მისი მთავარი ნაკლი საკუთარ რიგებში განხეთქილების არსებობით გამოიხატება. საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, პროევროპულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ ხმების იმდენი რაოდენობა მიიღონ, რომ კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ და დღევანდელი პრორუსული ხელისუფლება პროდასავლურით შეცვალონ. ოპოზიციამ მაისში ხელი მოაწერა „ქართულ ქარტიას“ - სამომავლო მოქმედების დეკლარაციას, რომლის თანახმად, ოპოზიციის მიერ ხმების უმეტესი რაოდენობის მიღების შემთხვევაში შეიქმნება ტექნოკრატული მთავრობა და 2025 წელს თავისუფალ არჩევნები ჩატარდება.
იმისგან დამოუკიდებლად, გაიმარჯვებს თუ დამარცხდება ოპოზიცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, კონრად ადენაურის ფონდის თბილისის ოფისი თავის მოხსენებაში აღნიშნავს, რომ ქართული ლიბერალური სამოქალაქო საზოგადოება დასავლეთისაგან მხარდაჭერას საჭიროებს. „ლიბერალური საზოგადოება „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გულს“ წარმოადგენს. თუ რუსეთთან დაახლოების პროცესი გაგრძელდება, ეს იქნება დიდი დარტყმა ევროკავშირის მეზობლობის პოლიტიკისადმი კავკასიის რეგიონში. ეს იქნება ასევე ცუდი სიგნალი მეზობელი სომხეთისათვის, რომელიც რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლას და ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობს. საქართველოსთვის რუსულ-ჩინური ავტორიტარული ბლოკის გავლენა „კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება’, - აღნიშნულია სტატიაში.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/