USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Frankfurter Rundschau» (გერმანია): „მას არავინ არ უნდა ენდოს“: როგორ არღვევდა ვლადიმერ პუტინი დაპირებებს. უკრაინის არმიის რიგებში მებრძოლი ჩეჩენი, ბელარუსი და ქართველი ჯარისკაცების თვალსაზრისები“
თარიღი:  605

გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუში“ (Frankfurter Rundschau) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მას არავინ არ უნდა ენდოს“: როგორ არღვევდა ვლადიმერ პუტინი დაპირებებს“ (ავტორი - ქროსტოფ გშოსმანი). პუბლიკაციაში განხილულია საკითხი - რამდენად სანდოა ვლადიმერ პუტინის სიტყვა და უნდა დაუჯერონ თუ არა კრემლის დაპირებებს დასავლელმა პოლიტიკოსებმა.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

მოსკოვი და ვაშინგტონი, ხანგრძლივი ცივი ურთიერთობებისა და ე.წ. „რადიოსიჩუმის“  შემდეგ, ერთმანეთს უახლოვდებიან - უშუალოდ პრეზიდენტები ტელეფონით საუბრობენ, მათი წარმომადგენლები კი ერ-რიადში უკვე მრგვალ მაგიდასთან  სხედან და მსოფლიოს ბედზე ლაპარაკობენ. უახლოეს ხანში ერთმანეთს თვითონ პრეზიდენტებიც უნდა შეხვდნენ - დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი. მაგრამ ომის ვეტერანი ჯარისკაცები ბელარუსიდან, ჩეჩნეთიდან და საქართველოდან გვაფრთხილებენ, რომ რუსეთის თვითმპყრობელ მმართველს არავინ არ უნდა ენდოს - ვლადიმერ პუტინი ყოველთვის არღვევს მიცემულ დაპირებებს.

ჩეჩნები ბენორი და ბერხი, ქართველი ვახო და ბელარუსი სტარე უკრაინის არმიის რიგებში იბრძვიან. ბენორი უკვე ნაბრძოლია პუტინის ჯარისკაცებთან ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, ვახო კი 1993 წელს რუსეთის მხარდაჭერილ აფხაზ სეპარატისტებს ეომებოდა. იგი ამბობს, რომ რუსეთი არასოდეს არ ასრულებს თავის ვალდებულებას - არ ჩეჩნეთის, არც საქართველოს და არც უკრაინის მიმართ, სადაც კრემლმა ყირიმის ანექსია მოახდინა. და თუ ეს ყველაფერი ვიცით, რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იგი თავის დაპირებას ახლა შეასრულებს?“.

პუტინის ომი ჩეჩნეთში

ბენორის თქმით, როცა 1999 წელს რუსეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო (ანტიტერორისტული ოპერაციის სახელით), მან ამით 1996 წელს ხასარვიურტში დადებული შეთანხმების პირობები დაარღვია. სამწუხაროდ, იმდროინდელი ჩეჩნეთის არმია კარგად არ იყო შეიარაღებული, არ წარმოადგენდა ერთიან სამხედრო ორგანიზმს და ამიტომ 2009 წლისათვის ჩეჩნებმა წინააღმდეგობა ძირითადად შეწყვიტეს. „ჩვენთან იმ დროს თითქმის ყოველდღიურდ ხდება ის საშინელებმა, რაც უკრაინის ბუჩაში რუსებმა ჩაიდინეს“, - იხსენებს ბენორი, - რუსები მუდმივად იჭრებოდნენ ჩვენს სოფლებში ყველას ხოცავდნენ გამურჩევლად - მამაკაცებს, მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს... მათ ჩეჩნეთში თითქმის 100 ათასი ადამიანი მოკლეს და უამრავი ქალაქი დაანგრიეს.

ვლადიმერ პუტინის ორმაგი პოლიტიკა

ბოლო დროს კრემლის მეთაური ოპტიმისტურად ლაპარაკობს აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე, უკვე განხორციელდა პირველი კონტაქტები ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის. „ორივე მხრიდან - ჩვენგანაც და ამერიკელებიდანაც არის სურვილი ნორმალური სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის აღდგენის მიზნით, რათა უამრავი დაგროვილი პრობლემა მოგვარდეს, მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომის დროს.

მაგრამ ბენორი პუტინის არცერთ სიტყვას არ ენდობა. იგი მოსკოვის მოქმედებას ასეთი სახით პროგნოზირებს: „რუსეთის პრეზიდენტი შეეცდება უკრაინულ საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანოს - ისე როგორც ჩეჩნეთში გააკეთა. იგი უკრაინას სრულად დაიმორჩილებს, ხელისუფლებში პრორუსულ მთავრობას მოიყვანს, უკრაინას ეყოლება ისეთი არმია, რომელიც ხელისუფლების მომხრე იქნება. ჩეჩნეთში ზუსტად იგივე განხორციელდა. ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული“.

როგორც ბენორის თანამებრძოლი ბერხი აცხადებს, მას რუსების მიმართ ნდობის გამოხატვა არ შეუძლია. „ჩემი ქვეყანა სწორედ სამშვიდობო ხელშეკრულების შედეგად დავკარგე. ისტორია მეორდება. ჩვენ ჩეჩნეთის პირველი ომის მოვიგეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც რუსები დარჩნენ მოგებულები, რადგან ხასარვიურტში მოცემული პირობა დაარღვიეს. ვლადიმერ პუტინი მკვლელი და მატყუარაა. რუსების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ყოველთვის ფარატინა ქაღალს წარმოადგენს“.

„პუტინს უკრაინაში მეორე ბელარუსის შექმნა სურს“

ბელარუსი სტარე უკრაინის არმიაში იმ დროს შევიდა, როცა დაინახა, თუ რა საშინელებებს სჩადიოდნენ რუსი ჯარისკაცები.

„უკრაინის არმიაში ჩემი სამსახურის დაწყების შემდეგ ბელარუსის „კაგებემ“ ოჯახისა და ნათესავების დაშინება და დამუქრება დაიწყო. მათ რამდენჯერმე დააკავეს ჩემი ახლობლები და მათგან  ჩემს შესახებ ინფორმაციების გადაცემას მოითხოვდნენ. ბელარუსი კორუმპირებული ქვეყანაა, რომელსაც რუსეთი მთლიანად აკონტროლებს. კრემლს უნდა, რომ უკრაინაშიც ისეთივე დიქტატურა დამყარდეს, როგორიც ბელარუსშია, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ.

სანამ რუსები თავიანთ მიზანს არ მიაღწევენ, ისინი ომს არ შეწყვეტენ. უკრაინელები არ უნდა მოტყუვდნენ და პუტინთან სამშვიდობო ხელშეკრულება არ უნდა გააფორმონ. კიევმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს“, - ამბობს სტარე.

„საქართველოს პრორუსი პრეზიდენტი ჰყავს“

ერთი შეხედვით ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპთან საუბრისას, მშვიდობის დასამყარებლად ისწრაფვის: „რუსეთი ყოველთვის მზად არის უკრაინის კონფლიქტი მოლაპარაკების გზით გადაიჭრასო“, - აცხადებს კრემლის მეთაური, მაგრამ გავიხსენოთ: ვლადიმერ პუტინმა თვითონ დაიწყო ომი მეზობელი ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის - წინააღმდეგ 2008 და 2022 წლებში.

თუ რად ღირს ვლადიმერ პუტინის სიტყვა, ქართველმა ვახომაც კარგად იცის. „1993 წელს აფხაზმა სეპარატისტებმა ომი რუსების დახმარებით მოგვიგეს. კრემლმა ომი საქართველოს წინააღმეგ ისევ დაიწყო 2008 წელს. საქართველოს დღეს პრორუსი პრეზიდენტი ჰყავს“, - იმედგაცრუებით ამბობს ვახო და ხაზს უსვამს, რომ ის, რასაც დონალდ ტრამპი სთავაზობს რუსეთს, სხვა არაფერია, თუ არა უკრაინის კაპიტულაცია. რუსეთს არანაირი ხელშეკრულება არ შეაჩერებს.

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის