USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
"Frankfurter Allgemeine Zietung" (გერმანია): ევროკავშირმა თავი უნდა დაანებოს დიპლომატიურ მიხვრა-მოხვრას და ხელისუფლებას პირდაპირ, მკაფიოდ უნდა ჰკითხოს - რატომ ხდება საქართველოში ის, რასაც ვხედავთ
Date:  517

დასავლეთის პრესა აქტიურად აშუქებს საქართველოში, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. არ დარჩენილა თითქმის არცერთი სერიოზული, პოპულარული და მრავალტირაჟიანი გამოცემა (აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში...), რომ სტატია არ გამოექვეყნებინოს. პუბლიკაციები შინაარსიით და მოვლენების გადმოცემის სტილით ერთმანეთს ჰგავს, რაც გასაკვირი არ არის - სტატიების ავტორების აბსოლუტური უმრავლესობა სარგებლობს იმავე დასავლური საინფორმაციო სააგენტოების („როიტერი“, „ფრანს-პრესი“, „ესოშაითედ პრესი’), აგრეთვე სამაუწყებლო ტელერადიოკომპანიების („სი-ენ-ენ“, „ბი-ბი-სი“, „დოიჩე ველე“...) მიერ გავრცელებული ასევე ერთმანეთის მსგავსი ოპერატიული ინფორმაციებით და ვიდეოსიუჟეტებით. მხოლოდ რამდენიმე გამოცემის კორესპონდენტი იმყოფება უშუალოდ მოვლენის ადგილზე - თბილისში.

თითქმის ყველა პუბლიკაციაში ჩანს ტენდენცია საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების თაობაზე: მოქალაქეთა დემოკრატიული უფლებები ირღვევა, პრორუსული ოლიგარქი ყველაფერზე გავლენას ახდენს, მთავრობა სიტყვით ევრონტეგრაციას ქადაგებს, საქმით კი დასავლურ სანქციებისადმი მიერთებაზე უარს აცხადებს, მმართველი პარტია რუსეთისაკენ გადაიხარა, პარლამენტი პრორუსულ კანონს იღებს, ოპოზიცია იჩაგრება, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში არაადამიანურად იტანჯება...

-------------------

გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ (Frankfurter Allgemeine Zietung) აქვყნებს სტატიას სათაურით „ევროკავშირმა ქართველებს მკაფიოდ და ღიად უნდა განუცხადოს“ (ავტორი - რეინჰარდ ვეზერი), რომელშიც კომენტირებულია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები, განხილულია საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კურსი და მოცემულია სავარაუდო რეკომენდაცია დასავლეთისთვის - რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა შექმნილ სიტუაციაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროპას აშორებს და ცდილობს თავისი მოქმედება შენიღბოს. ევროკავშირმა თავი უნდა დაანებოს დიპლომატიურ მიხვრა-მოხვრას და ხელისუფლებას პირდაპირ, მკაფიოდ უნდა ჰკითხოს - რატომ ხდება საქართველოში ის, რასაც ვხედავთ.

მთავრობის მუდმივ განცხადებებს იმაზე, რომ ხელისუფლება პროდასავლური ორიენტაციის ერთგულიაო, არანაირი ღირებულება არ აქვს. ასეთი განცხადებები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მიაჩუმათოს და დამალოს ის, რაც სინამდვილეში ხდება, რასაც მმართველი პარტია რეალურად აკეთებს: „ქართულმა ოცნებამ“ შეგნებულად მოახდინა ისეთი კანონპროექტის ინიცირება, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას შეუძლებელს ხდის და კიდევ უფრო ნაკლებად შესაძლებელს - ნატოში გაწევრიანებას.

კანონი „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ“, რომელიც რუსული მსგავსი კანონის დებულებებს იმეორებს, უხეშად არღვევს ყველა იმ პირობას, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჭირდება. მმართველი ბანაკის პოლიტიკოსების რიტორიკაში აშკარად ჩანს, თუ რა მიზანი აქვს ამ კანონს: ის მიმართულია დემოკრატიისა და  სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დევნისათვის, მათი დისკრედიტაციისათვის.

 იმავდროულად საქართველოს მთავრობა არანაირ ზომებს არ იღებს იმ უკიდურესად მემარჯვენე ექსტრემისტული ორგანიზაციების ხშირად ძალადობრივი ხასიათის მქონე მოქმედების აღსაკვეთად, რომლებსაც აშკარად კავშირები აქვთ რუსეთთან.

ოფიციალური თბილისი ვერ ბედავს ევროატლანტიკური ორიენტაციიდან აშკარად და ღიად გადახვევას, რადგან ეს დებულება კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. ქართველების დიდი უმრავლესობა, მათ შორის მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც, დასავლური ფასეულობების ერთგულებას ამჟღავნებენ. გარდა ამისა, საქართველო  აქტიურად სარგებლობს მნიშვნელოვანი რაოდენობის დასავლური ფინანსებით - როგორც კერძო ინვესტიციების, ასევე დასავლეთის სახელმწიფოების დახმარების სახით - იმდენად, რამდენადაც მთავრობა ირწმუნება, რომ ის თითქოსდა დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცების გზაზე დგას.

მთავრობას, რომლის უკან, არაფორმალური ფაქტიური ლიდერის სახით, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დგას რუსეთში დაგროვილი დიდი ქონებით, უკვე რამდენიმე წელია ქვეყანა თანდათან ავტორიტარიზმისაკენ მიჰყავს. რა თქმა უნდა, ევროკავშირის დადანაშაულება - თითქოსდა ბრიუსელი ამ ყველაფერს ვერ ხედავდა, არ შეიძლება. ცხადია, ევროკავშირი ამჩნევდა, მაგრამ ბოლო დრომდე ევროკავშირი საქართველოს მოვლენებზე საკმაოდ დიპლომატიურ და თავშეკავებულ რეაგირებას ახდენდა - ისეთს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას შესაძლებლობა ექმნებოდა თავისი კურსი მაინც პროდასავლურად გაესაღებინა.

ამრიგად, ევროკავშირი თავისი ცრუ იმედით, რომ თავიდან აიცილებდა საქართველოზე რუსეთის გავლენის გავრცელებას, ირიბად დაეხმარა ქვეყნის ხელისუფლებას პოზიციების გამტკიცებაში. ახლა ევროკავშირმა მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა უნდა განუცხადოს საქარტველოს მოსახლეობას, რომ მთავრობას ქვეყანა ევროპის მიმართულებით არ მიჰყავს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საქართველო სწორ კურსს დაუბრუნდეს და კვლავ ევროპისაკენ მიმავალ გზაზე დადგეს.

წყარო: https://www.faz.net/aktuell/politik/ausland/proteste-in-georgien-die-eu-muss-klare-worte-finden-18732709.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way