USD 2.6327
EUR 3.0100
RUB 3.3603
Tbilisi
Iran International: ირანში სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა
Date:  

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, Iran International-ის რედაქციამ, რამდენიმე ეტაპად და პროფესიული სტანდარტების დაცვით, ყურადღებით განიხილა უზენაესი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაახლოებული წყაროდან მიღებული ინფორმაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი წყარო, მაშჰედის, კერმანშაჰის და ისპაჰანის ქალაქებში რევოლუციური გვარდიის რამდენიმე წყაროდან მიღებული ინფორმაცია, თვითმხილველებისა და დაღუპულთა ოჯახების ჩვენებები, საველე ანგარიშები, სამედიცინო ცენტრებთან დაკავშირებული მონაცემები და სხვადასხვა ქალაქის ექიმებისა და ექთნების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ამ გამოძიებით დაასკვნა, რომ თანამედროვე ირანის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხოცვა-ჟლეტის დროს, სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა, მათი ძირითადი ნაწილი 8 და 9 იანვარს.

Iran International-ის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ეს მოქალაქეები ძირითადად IRGC-სა და ბასიჯის ძალებმა მოკლეს.

გამოცემის ცნობით, ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოსა და პრეზიდენტის ოფისისგან მიღებული ინფორმაციით, "ეს ხოცვა-ჟლეტა განხორციელდა ალი ხამენეის პირადი ბრძანებით, მთავრობის სამი შტოს ხელმძღვანელების მკაფიო შეტყობინებითა და თანხმობით, ასევე ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მიერ პირდაპირი დახვრეტის ბრძანების გამოცემით".

  • მანამდე, ნორვეგიაში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, "ირანის ადამიანის უფლებებმა" (IHRNGO) განაცხადა, რომ ირანში სულ მცირე 648 მომიტინგე დაიღუპა, მათ შორის ცხრა არასრულწლოვანი. ირანში მყოფმა წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს. 
World
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way