USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
რამზან კადიროვი - მე და ტრამპი გარკვეულწილად ერთმანეთს ვგავართ
Date:  936

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა, კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელებში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის შესახებ და თავი თეთრი სახლის ხელმძღვანელს შეადარა. მან თავისი მოსაზრება გაავრცელა თავის Telegram არხზე.

”ახლა მე და ტრამპი გარკვეულწილად ერთმანეთს ვგავართ: თუ მანამდე მან მე დამბლოკა სოციალურ ქსელებში, ეხლა ყოვლისშემძლემ აღადგინა სამართლიანობა და შედეგად,  დონალდ ტრამპის ანგარიშებიც დაბლოკილია”, - წერს იგი.

კადიროვის აზრით, ტრამპი ასეთ მდგომარეობაში იმიტომ აღმოჩნდებოდა, რომ ის პატივს არ სცემს დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way