ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა, კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელებში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვის შესახებ და თავი თეთრი სახლის ხელმძღვანელს შეადარა. მან თავისი მოსაზრება გაავრცელა თავის Telegram არხზე.
”ახლა მე და ტრამპი გარკვეულწილად ერთმანეთს ვგავართ: თუ მანამდე მან მე დამბლოკა სოციალურ ქსელებში, ეხლა ყოვლისშემძლემ აღადგინა სამართლიანობა და შედეგად, დონალდ ტრამპის ანგარიშებიც დაბლოკილია”, - წერს იგი.
კადიროვის აზრით, ტრამპი ასეთ მდგომარეობაში იმიტომ აღმოჩნდებოდა, რომ ის პატივს არ სცემს დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს.