ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში საბრძოლველად მიემგზავრება.
„არასრულწლოვნობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ჩვენი სამშობლოს დამცველების წვრთნას. ახმატი, ელი და ადამი 16, 15 და 14 წლის არიან, მაგრამ მათი სამხედრო მომზადება დიდი ხნის წინ, ადრეული ასაკიდან დაიწყო. არ ვხუმრობ. დადგა დრო, რომ თავი გამოიჩინონ ნამდვილ ბრძოლაში და მე მხოლოდ მივესალმები მათ სურვილს. მალე ისინი ფრონტის ხაზზე წავლენ და კონტაქტის ხაზის ურთულეს მონაკვეთებზე იქნებიან“, - წერს კადიროვი „ტელეგრამზე“.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.