USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
რამდენი სომეხი მერი ჰყავდა თბილისს?! – ქრონოლოგია 1699-2020 წლები
дата:  4202

სამ საუკუნეზე მეტს ითვლის თბილისის ქალაქ-მმართველობის ისტორია და შესაბამისად, ვრცელია სხვადასხვა დროს ქალაქის თავის თანამდებობაზე მყოფთა სია.

ამ პუბლიკაციაში შევეცდებით, აღვადგინოთ ჩვენი დედაქალაქის მმართველთა, ანუ, მერთა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა.

1646-1673 წლებში – მელიქ ენალი. ქალაქის თავად იგი დაუნიშნავს შაჰ-აბასის ვაჟს, შაჰ-აბას უმცროსს (1642-1666);

1699-1711 წლებში – მელიქ გიორგი ასლამაზიან ბეიბუდიანცი;

1712-1734 წლები – მელიქ აღა აშხარბეკიან ბეიბუდიანცი;

1734-1746 წლები – მელიქ აღა აშხარბეკიან ბეიბუდიანცი;

1746-1751 წლები – მელიქ ანტიონი;

1751-1760 წლები – მელიქ სააკ შერგილიანცი;

1768-1784 წლები – მელიქ ავეტიკ აღაიან ბეიბუდიანცი;

1784-1801 წლები – მელიქ დარჩი ავეტიკიან ბეიბუდიანცი;

1840-1843 წლები – ოვანეს (ივან) იზმირიანცი;

1843-1844 წლებში – სტეფანე გაბრიელიან ხატისიანცი;

1845-1846 წლებში – მოვსეს ტერ-გრიგორიანცი;

1847-1848 წლები – ოვანეს სიმონიან შადინიანცი;

1849 წელი – პრიდონოვი თომა დავითის ძე;

1851 წელი – ამირაგოვი ზაქარია სტეფანეს ძე;

1852 წელი – მირიმანოვი იოსებ ათანასეს ძე;

1854  წელი – სვეჩნიკოვი ავეტიკ ბოგდანის ძე;

1858 წელი – მანანოვი ანდრეი დავითის ძე;

1859 წელი – არშაკუნივ ართან ბოგდანის ძე;

1862 წელი – მირიმანოვი სოლომონ მირიანის ძე;

1863 წელი – კევორკ (ეგორ) გრიგორიან პრიდონიანცი;

1869 წელი – არწრუმი ერემია ეგორის ძე;

1870 წელი – ალადატომი ნიკოლოზ ივანეს ძე;

1871 წელი – თუმანოვი იასონ დიმიტრის ძე;

1879 წელი – ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე;

1880 წელი – მატინოვი ალექსანდრე სტეფანეს ძე;

1892 წელი – არღუთინსკი-დოლგორუკოვი ნიკოლოზის ძე;

1895 წელი – იზმაილოვი პავლე ალექსანდრეს ძე;

1896 წელი – არღუთინსკი-დოლგორუკოვი ნიკოლოზის ძე;

1898 წელი – ევანგულოვი გიორგი გრიგოლის ძე;

1902 წელი – შესტაკოვი მიხეილ სერგოს ძე;

1904 წელი – არღუთინსკი-დოლგორუკოვი ნიკოლოზის ძე;

1905 წელი – ჩერქეზოვი (ჩერქეზიშვილი) ვასილ ნიკოლოზის ძე;

1906 წელი – ენკიციანცი ტიგრან ამბარცუმის ძე;

1907 წელი – ჩერქეზოვი (ჩერქეზიშვილი) ვასილ ნიკოლოზის ძე;

1917 წელი – ენკიციანცი ტიგრან ამბარცუმის ძე;

1919 წელი - ბენია ჩხიკვიშვილი გიგოს ძე;

1921 წელი – თოდრია სილიბისტრო ესეს ძე;

1921 წელი – გეგეჭკორი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე;

1921 წელი – ღოღობერიძე ლევან დავითის ძე;

1922 წელი – დუმბაძე ვლადიმერ ელიზბარის ძე;

1923 წელი – სუხიშვილი ვლადიმერ პავლეს ძე;

1928 წელი – ბოლქვაძე ივანე ბეჟანის ძე;

1930 წელი – მელაძე პავლე გიორგის ძე;

1931 წელი – მაჩაიძე ბაგრატ ტიმოთეს ძე;

1934 წელი – ბაქრაძე ვალერიან მინას ძე;

1935 წელი – ნიორაძე მიხეილ ტრიფონის ძე;

1936 წელი – ბუჯიაშვილი კოტე დიმიტრის ძე;

1937 წელი – გვიშიანი მიხეილ მიხეილის ძე;

1938 წელი – კოჭლამაზაშვილი იოსებ დიმიტრის ძე;

1943 წელი – გოჩაშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე;

1949 წელი – ლელაშვილი მიხეილ მიხეილის ძე;

1951 წელი – ზამბახიძე გიორგი ნიკიფორეს ძე;

1952 წელი – ჯავახიშვილი გივი დიმიტრის ძე;

1953 წელი – გეგეშიძე გიორგი ანდრიას ძე;

1953 წელი – მაღრაძე მიხეილ კონდრატეს ძე;

1956 წელი – მელაძე ალექსანდრე ერასტის ძე;

1965 წელი – ბუხრაშვილი შოთა ეფრემის ძე;

1969 წელი –  გაბუნია გურამ დიმიტრის ძე;

1973 წელი – ლობჟანიძე ბახვა თედორეს ძე;

1982 წელი – სარალიძე ბორის ერასტის ძე;

1984 წელი – მესხიშვილი ზაურ შიოს ძე;

1987 წელი – ანდრიაძე ირაკლი ონისიმეს ძე;

1991 წელი – ვაშაძე თამაზ მიხეილის ძე;

1992 წელი – ლითანიშვილი ოთარ ანტონის ძე;

1993 წელი – გაბაშვილი კონსტანტინე ვლადიმერის ძე;

1994 წელი – ლეკიშვილი ნიკოლოზ მიხეილის ძე;

1995 წელი – შოშიტაიშვილი ბადრი შალვას ძე;

1998 წელი – ზოდელავა ივანე ივანეს ძე;

2004 – ჭიაბერაშვილი ზურაბ გივის ძე;

2005 – უგულავა გიგი არჩილის ძე;

2014 წელი – ნარმანია დავით კოტეს ძე.

2017 წელი- კალაძე კახა კარლოს ძე.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати