წყარო:https://bm.ge/
2024 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 199 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.7 მილიონი ლარით ანუ 10.3%-ით მეტია. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზე გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.
კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით და მობილური კავშირგაბმულობის მომსახურების საშუალო ფასების ზრდით არის განპირობებული. მარტის მდგომარეობით ქვეყანაში 5,482,319 აქტიური აბონენტია, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112,000 აბონენტით მეტია.
უფრო კონკრეტულად კომპანიების აბონენტთა რაოდენობა და ფინანსური შედეგები 2024 წლის პირველ კვარტალში ასე ნაწილდება:
2024 წლის მარტის მდგომარეობით “მაგთის” აბონენტი თვეში 14.34 ლარს იხდის, “სილქნეტის” აბონენტის ყოველთვიური საშუალო ხარჯი 12.68 ლარია, “სელფის” აბონენტისგან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალია 9.03 ლარი.
კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, რომ გაზრდილია მობილური ინტერნეტის მოხმარება. 2024 წლის მარტში მობილური ოპერატორების აბონენტებმა 54,270 ტერაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წლიურად 22%-ით არის გაზრდილი.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.