USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
თბილისი
რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ "მაგთის", "სილქნეტსა" და "სელფის"?
თარიღი:  1454

წყარო:https://bm.ge/

2024 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 199 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.7 მილიონი ლარით ანუ 10.3%-ით მეტია. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზე გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით და მობილური კავშირგაბმულობის მომსახურების საშუალო ფასების ზრდით არის განპირობებული. მარტის მდგომარეობით ქვეყანაში 5,482,319 აქტიური აბონენტია, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112,000 აბონენტით მეტია.

უფრო კონკრეტულად კომპანიების აბონენტთა რაოდენობა და ფინანსური შედეგები 2024 წლის პირველ კვარტალში ასე ნაწილდება:

  • “მაგთი” - 2,273,178 აბონენტი, შემოსავალი 95,288,323 ლარი, წლიური ზრდა 6%;
  • “სილქნეტი” - 1,882,804 აბონენტი, შემოსავალი 69,840,994 ლარი, წლიური ზრდა 13%;
  • “სელფი” - 1,311,627 აბონენტი, შემოსავალი 33,308,616 ლარი, წლიური ზრდა 16%.

2024 წლის მარტის მდგომარეობით “მაგთის” აბონენტი თვეში 14.34 ლარს იხდის, “სილქნეტის” აბონენტის ყოველთვიური საშუალო ხარჯი 12.68 ლარია, “სელფის” აბონენტისგან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალია 9.03 ლარი.

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, რომ გაზრდილია მობილური ინტერნეტის მოხმარება. 2024 წლის მარტში მობილური ოპერატორების აბონენტებმა 54,270 ტერაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წლიურად 22%-ით არის გაზრდილი.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის