2021 წელს საქართველოს ეკონომიკამ ნავთობპროდუქტების შეძენაში 4 მილიარდ ლარზე მეტი გადაიხადა. სწორედ ამდენია ქვეყანაში მოქმედი უმსხვილესი ნავთობიმპორტიორი კომპანიების მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი.
ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, ქვეყნის ყველაზე შემოსავლიანი ნავთობკომპანია „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიაა”, რომელმაც 2021 წელს 972 მილიონის ღირებულების საწვავის რეალიზაცია მოახდინა. მეორე ადგილს 706 მილიონის გაყიდვებით „სან პეტროლიუმ ჯორჯია” ანუ „გალფი” იკავებს, მას 702 მილიონი ლარის შემოსავლით „რომპეტროლი” მოჰყვება.
ნავთობპროდუქტების სექტორი ბიუჯეტის ერთ-ერთი წამყვანი გადამხდელია. მაგალითად, ერთი ლიტრი ბენზინის ფასში ამჟამად 38 თეთრი აქციზზე, 56 თეთრი კი დღგ-ზე მოდის, რაც ჯამში 94 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, ფასის თითქმის ერთი მესამედი მხოლოდ ამ ორ გადასახადზე მოდის.
ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, მაღალი შემოსავლების მიუხედავად, ნავთობკომპანიების წმინდა მოგება არცთუ ისე მაღალია და წმინდა მოგების მარჟა შემოსავლებთან მიმართებით მხოლოდ 1.5%-ია. ტოპ-იმპორტიორი კომპანიების ჯამური შემოსავლიდან – 4 მილიარდი ლარიდან – წმინდა მოგებაზე მხოლოდ 60 მილიონი ლარი მოდიოდა.
საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების შემოსავლები 2021 წელს
წყარო: კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები
ქვეყანაში მოქმედი ნავთობკომპანიების წმინდა მოგება 2021 წელს
წყარო: კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები
უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.
„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ