USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს აზარტული თამაშების კომპანია Evolution Georgia-ს?
თარიღი:  1135

წყარო:https://bm.ge/

შპს “ევოლუშენ ჯორჯიამ” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ გასულ წელს საკუთარი შემოსავალი 50.7 მილიონი ლარით, 145.3 მილიონამდე გაზარდა. კომპანიის წმინდა მოგება, კი 6.1 მილიონი ლარიდან, 13.4 მილიონამდე გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, ფირმამ მკვეთრად გაზარდა მასში დასაქმებულთა რაოდენობაც, 2020 წელს კომპანია 3,5 ათას ადამიანს ასაქმებდა და მათ ხელფასებზე 43.3 მილიონი ლარი გასცა. 2021 წელს კი მასში დასაქმებულთა რაოდენობა 5.9 ათასამდე გაიზარდა, გაცემული ხელფასების მოცულობა კი 93.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

2021 წლისთვის კომპანია ლაივ ტრანსლაციას 532 მაგიდის მეშვეობით ახორციელებდა.

კომპანიის უშუალო მფლობელია Evolution Malta Holding Limited LLC, რომელიც თავის მხრივ, შვედური კომპანია Evolution Gaming Group AB-ს შემადგენლობაში შედის. კომპანიის აქციები სტოკჰოლმის ბირჟაზე ივაჭრება და მისი გლობალური შემოსავალი 2021 წელს $1.24 მილიონი დოლარი იყო.

“ჯგუფი ქმნის სრულად ინტეგრირებულ ლაივ კაზინო გადაწყვეტებს აზარტული თამაშების ოპერატორებისთვის, ახორციელებს მის მარკეტინგს და გასცემს ლიცენზიებს. ის მონაწილეობს მხოლოდ განვითარებასა და შექმნაში, თვითონ არ ახორციელებს აზარტული თამაშების ოპერირებას,” - ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში. 

ინფორმაციისთვის:Evolution Gaming-ის შვილობილი კომპანია საქართველოში 2018 წლიდან საქმიანობს. კომპანია საქართველოში არსებული სტუდიების მეშვეობით, უცხოურ, აზარტული თამაშების კომპანიებს ლაივ სტრიმინგის სერვისს სთავაზობს. "ევოლუშენი" საქართველოდან აზარტული თამაშების წაყვანას 13 ენაზე ახორციელებს.

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის