USD 2.6778
EUR 3.1692
RUB 3.5090
Тбилиси
რამდენი მილიონის მაჯის საათებს ყიდულობს საქართველო?
дата:  1179

წყარო:https://bm.ge/

როგორც გახსოვთ, პანდემიის დროს ბევრმა ქვეყანამ ლოკდაუნი გამოაცხადა და ეკონომიკა ჩაკეტა, რამაც წარმოება შეაჩერა და მიწოდების ჯაჭვები ჩამოშალა. შედეგად, გარკვეულ სექტორებში ხელოვნური დეფიციტი შეიქმნა, რამაც პროდუქტებზე არსებული მოთხოვნა და ფასები გაზარდა. ამ პერიოდში რეკორდულად გაძვირებულ საქონელს შორის მაჯის საათები მოხვდა, მაგრამ მოგვიანებით, ამ ბაზარზე ფასები დასტაბილურდა.

საქართველოში მაჯის საათების იმპორტმა რეკორდულ ნიშნულს 2018 წელს მიაღწია, როცა ქვეყანამ $14 მილიონის ღირებულების საათები შეიძინა. რეალურად, საათების იმპორტი 2009 წლის შემდეგ ფაქტობრივად ყოველწლიურად იზრდებოდა, მაგრამ პიკური მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ ვითარება მეტად არაპროგნოზირებადი გახდა. 2021 წლის შემდეგ, საათების იმპორტი მდგრადად იკლებს. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $8.8 მილიონი შეადგინა, ხოლო 2022 წელს $7.7 მილიონს გაუტოლდა, როცა შარშან ქვეყანაში $6.9 მილიონის საათები შემოვიდა.

საათების იმპორტის კლების ტენდენცია მიმდინარე წელსაც ფიქსირდება. იანვარ-აგვისტოში, საქართველომ $3.8 მილიონის საათები იყიდა, როცა შარშან, ამავე პერიოდში, იმპორტმა $4.1 მილიონი შეადგინა, ანუ იმპორტმა წლიურად 5%-ით იკლო.

2009-2023 წლებში, საქართველოში საათების იმპორტის სტატისტიკა შემდეგნაირია:

2023 — $6,876,510
2022 — $7,681,800
2021 — $8,837,860
2020 — $7,066,590
2019 — $11,670,550
2018 — $14,072,890
2017 — $6,921,590
2016 — $5,971,900
2015 — $5,866,760
2014 — $4,411,480
2013 — $3,977,490
2012 — $4,100,370
2011 — $4,034,350
2010 — $2,729,180
2009 — $1,444,350

ყველაზე დიდი ღირებულებით საათები შვეიცარიიდან შემოდის, რაც გასაკვირი საერთოდ არ არის, რადგან ჟამთაღწერის ინდუსტრიის აკვანი და Rolex-ის, Patek Philippe-ის, Audemars Piguet-ს და სხვა დიდი ბრენდების სამშობლო, სწორედ ისაა. გასულ წელს, შვეიცარიიდან საქართველოში $2.6 მილიონის ღირებულების მაჯის საათები შემოვიდა, რაც ჯამური იმპორტის 38%-ია. შვეიცარიის შემდეგ, ყველაზე დიდი ღირებულებით საათები ჰონგ-კონგიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და გერმანიიდან შემოდის.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, შვეიცარიიდან $1.1 მილიონის საათები შემოვიდა, ანუ საათების იმპორტში შვეიცარიის წილი 28%-მდე შემცირდა, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ წელს, ქვეყანაში უფრო ნაკლები ძვირად ღიღებული საათი შემოდის, ვიდრე ადრე. წლევანდელ იმპორტში შვეიცარიასთან ერთად იგივე ქვეყნებს ვხედავთ, რასაც შარშან, მაგრამ სტატისტიკაში ასევე გამოჩნდა გაერთიანებული სამეფო.

мир
Axios: აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჟენევაში დასრულდა

ამერიკისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დასრულდა. ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

ინფორმაციას ადასტურებენ ამერიკელი ჩინოვნიკებიც. დელეგაციები მოლაპარაკებების ადგილს უკვე ტოვებენ.

მოლაპარაკებების მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამა იყო. რა შედეგებით დასრულდა შეხვედრა, უცნობია.

ცნობისთვის, აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ირანულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენდა. აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი, ჯარედ კუშნერი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати