USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს “აჭარაბეთს"?
Date:  256

“აჭარაბეთი” საქართველოს აზარტული თამაშების სექტორის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის მეშვეობით ოპერირებს.

საქართველოში “აჭარაბეთის” ოპერატორ კომპანიას შპს “ავიატორი” ეწოდება, რომელმაც reportral.ge-ის 2021 წლის ფინანსური ანგარიში უკვე წარუდგინა.

დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა ₾381 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით ₾113 მილიონით მეტია. კომპანიის შემოსავალი წარმოადგენს მიღებულ ფსონებსა და მოგების სახით გაცემულ თანხას შორის სხვაობას, შესაბამისად უშუალოდ მოთამაშეების მიერ აჭარაბეთის სისტემაში შეტანილი თანხები გაცილებით უფრო დიდი იყო, ხოლო 381 მილიონი მიღებულ თანხებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობაა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, გაზრდილია კომპანიის წმინდა მოგებაც. თუკი 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგება ₾85 მილიონი იყო, 2021-ში ის ₾147 მილიონამდე გაიზარდა.

კონკრეტული წყაროების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:

• შემოსავალი ონლაინ კაზინოდან - 309 მილიონი ლარი;
• შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 32.5 მილიონი ლარი;
• შემოსავალი peer to peer თამაშებიდან - 24.3 მილიონი ლარი;
• სხვა შემოსავალი - 13.6 მილიონი ლარი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “აჭარაბეთმა”, ანუ “ავიატორმა” 2021 წელს ₾43 მილიონის ხელფასები გასცა, ხოლო მარკეტინგზე ₾34 მილიონი დახარჯა.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “აჭარაბეთმა” თამაშების პროვაიდერ კომპანიებს 60 მილიონამდე გადაუხადა, კლიენტთა გადახდების დამუშავების საფასური 47 მილიონი ლარი იყო, ხოლო ტოტალიზატორების ფსონების გადასახადი 26 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, უშუალოდ თამაშების მიწოდების ხარჯმა კომპანიისთვის 137.6 მილიონი ლარი შეადგინა.

2019 წელს “აჭარაბეთის” 51%-იანი წილი Adjarabet კომპანიის დამფუძნებელმა თემურ უგულავამ ირლანდიურ კომპანია Flutter Entertainment-ის 115.4 მილიონ ევროდ მიჰყიდა. შესაბამისად, დღეისთვის ჯგუფის მაჟორიტარული წილის მფლობელი სწორედ Flutter-ია. ჯგუფის მაკონტროლებელ კომპანიას შპს “ატლასი” ეწოდება, მის 51%-იან წილს Flutter-ი, ხოლო 49%-იან წილს “სითი ლოფტი” ფლობს, რომელიც თავისმხრივ ბიზნესმენ თემურ უგულავას ეკუთვნის.

“აჭარაბეთი” საქართველოს გარდა სომხეთის ბაზარზეც ოპერირებს, კონსოლიდირებული სახით, ორივე ქვეყნიდან მიღებული შემოსავალი წარმოდგენილია კომპანია “ატლას ჰოლდინგის” ფინანსურ ანგარიშში.

• შემოსავალი საქართველოს ბაზრიდან - 381 მილიონი ლარი;
• შემოსავალი სომხეთის ბაზრიდან - 258 მილიონი ლარი.
• ჯამური შემოსავალი - 639 მილიონი ლარი.

მთლიანობაში ჯგუფის წმინდა მოგებამ 2021 წელს 158.8 მილიონი ლარი შეადგინა.

წყარო:https://bm.ge/

sport
ილია სულამანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალი ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან დათმო.
ფინალურ შეხვედრამდე ილია სულამანიძემ ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი და უნგრელი შომბორ ვეგი დაამარცხა. ნახევარფინალში კი ხორვატ ზლატკო კუმრიჩს სძლია. ქართველმა ძიუდოისტმა კონტინენტის პირველობაზე ვერცხლი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა ბექაურმა მოიპოვეს. 2023 წელს მონპელიეში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way