აზიის უმდიდრესი ადამიანის, ინდოელი ბიზნესმენის მუკეშ ამბანის შვილის რამდენიმე თვიანი ქორწილი 160-მილიონ დოლარამდე დაჯდა.
ქორწილის ღონისძიებები ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, მაშინ ის მედიის ყურადღების ცენტრში სტუმრებით მოექცა - წინა საქორწილო ღონისძიებას ესწრებოდნენ - რიანა, მარკ ცუკერბერგი, ბილ გეიტსი და ა.შ.
ქორწილის დასკვნით ღონისძიებებზე, რომელიც გუშინ დაიწყო, სტუმრებს შორის იყვნენ: კარდაშიანები, ჯასტინ ბიბერი, ივანკა ტრამპი, ბორის ჯონსონი, FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, ბიზნესმენები, ჰოლივუდისა და ბოლივუდის ვარსკვლავები და სხვა ცნობილი სახეები. ქორწილი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება, სტუმრების სია 1 200 ადამიანს მოიცავს. არსებული ინფორმაციით, წვეულებაზე იმღერებენ დრეიკი, ლანა დელ რეი და ადელი.
BBC-ის ინფორმაციით, ქორწილში სიმღერაში რიანას 7 მილიონი დოლარი , ხოლო ჯასტინ ბიბერს 10 მილიონი დოლარი გადაუხადეს.