USD 2.7262
EUR 2.9514
RUB 2.8281
Tbilisi
რამდენი გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა ო’მალის დამარცხებით
Date:  295

მერაბ დვალიშვილმა დღეს, 15 სექტემბერს ამერიკელი მებრძოლი, შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა. დვალიშვილისთვის UFC-ში ეს გამარჯვება ზედიზედ მე-11 იყო. ამასთანავე, დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 22 ბრძოლიდან 18 შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა. ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა იმის შესახებ, თუ რა ღირს UFC-ის საჩემპიონო ქამარი. ფასი დაახლოებით 330 ათას დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება.

ამასთანავე, დავინტერესდით, რამდენს გამოიმუშავებს მერაბ დვალიშვილი გამარჯვების შემდეგ. უცხოური მედია წერს, რომ დვალიშვილმა გამარჯვებით საბაზისო ხელფასი სავარაუდოდ 250 ათასი ამერიკული დოლარიდან 500 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

უფრო კონკრეტულად, მაგალითად The sportster-ი წერს, რომ დვალიშვილი, სავარაუდოდ, აიღებს საბაზისო ხელფასს, რომლის რაოდნეობაც დაახლოებით 500 000 დოლარი იქნება. გამოცემა წერს, რომ დვალიშვილი, სავარაუდოდ, აიღებს დამატებით პრემიასაც.

ამასთანავე, marca.com-ის ინფორმაციით, დვალიშვილის ქონება ამ ეტაპზე 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ დვალიშვილი ერთ მოგებულ ბრძოლაში საშუალოდ 250 ათას დოლარს იღებს.

Essentiallysports-ი კი წერს, რომ დვალიშვილი შონ ო’მალის დამარცხებითა და მოპოვებული გამარჯვების შედეგად, დაახლოებით 300 ათას აშშ დოლარს გამოიმუშავებს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულს დაემატება ბონუსიც.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის თებერვალში დვალიშვილმა UFC-ში კიდევ ერთ გამარჯვებას მიაღწია. მან ბრძოლაში ჰენრი სეხუდო დაამარცხა. მაშინ ქართველმა სპორტსმენმა 211 ათასი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

გარდა ამისა, სეხუდოს დამარცხებამდე მერაბმა პეტრ იანი დაამარცხა და ამ შემთხვევაშიც მის მიერ მიღებული თანხა 211 ათასი დოლარი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მერაბს კარიერაში მოგებული ორთაბრძოლიდან მაქსიმუმ 211 ათასი დოლარი აქვს მიღებული, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ომალის დამარცხებით დვალიშვილი ყველაზე მეტს გამოიმუშავებს.

წყარო: bpn.ge

region
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი.

მისივე თქმით, ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.

„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს,სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way