USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
რამდენი გამოიმუშავა ილია თოფურიამ მაქს ჰოლოვეის დამარცხებით?
Date:  644

ილია თოფურიას საბაზისო ხელფასი 750 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო მაქს ჰოლოვეის საბაზისო ხელფასი 500 ათას დოლარს უტოლდება- ინფორმაციას SportsCasting ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აბუ დაბიში, UFC 308-ზე ორთაბრძოლაში თოფურიამ ჰოლოვეის დამარცხებითა და საჩემპიონო ქამრის დაცვით ჯამში ბონუსების ჩათვლით შესაძლოა, 750 ათასი დოლარიდან 2 მილიონ დოლარამდე გამოიმუშაოს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მანამდე თოფურიამ ყველაზე მეტი თანხა კარიერის განმავლობაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით გამოიმუშავა. უფრო კონკრეტულად, მაშინ თოფურიას მიერ მიღებულმა თანხამ 532 ათასი დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლაში თოფურიასა და ჰოლოვეის შორის ბრძოლა ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ეს მისთვის რიგით მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოლოვეის დამარცხებით მან UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way