USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
რამდენი გალაქტიკის დანახვაა შესაძლებელი შეუიარაღებელი თვალით?
Date:  1900

თუ გავითვალისწინებთ, რომ სამყაროში 100 მილიარდზე მეტი გალაქტიკაა, რომელთაგან თითოეული 10-100 მილიარდ ვარსკვლავს მოიცავს, ცოტა გულდასაწყვეტია, რომ დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით სულ ოთხი გალაქტიკის დანახვა შეიძლება

ხუთი ათასის? ორი მილიონის? ათი მილიარდის?

ოთხის. თუმცა, იმ ადგილიდან, სადაც ზიხართ, მხოლოდ ორი გალაქტიკის დანახვა შეგიძლიათ. მათ შორის ერთი – „ირმის ნახტომია“ (რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით).

თუ გავითვალისწინებთ, რომ სამყაროში 100 მილიარდზე მეტი გალაქტიკაა, რომელთაგან თითოეული 10-100 მილიარდ ვარსკვლავს მოიცავს, ცოტა გულდასაწყვეტია, რომ დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით სულ ოთხი გალაქტიკის დანახვა შეიძლება; ერთდროულად კი მხოლოდ მათი ნახევრის (ორის თითოეული ნახევარსფეროდან). ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან შესაძლებელია ირმის ნახტომისა და ანდრომედას (M31) გალაქტიკების დანახვა, სამხრეთ ნახევარსფეროდან კი მაგელანის დიდი და მცირე ღრუბლების.

განსაკუთრებული მხედველობის მქონე ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ შეუძლიათ კიდევ სამის დანახვა. ესენია: M33 სამკუთხედის თანავარსკვლავედში, M81 დიდი დათვის თანავარსკვლავედში და M83 ჰიდრის თანავარსკვლავედში, თუმცა ამის დამტკიცება ძალიან ძნელია.

შეუიარაღებელი თვალისთვის, სავარაუდოდ, ხილული ვარსკვლავების რაოდენობა ძლიერ მერყეობს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მათი საერთო რიცხვი აშკარად ნაკლებია 10 000-ზე. მოყვარულ ასტრონომთა კომპიუტერული პროგრამები იმავე მონაცემებს ეყრდნობა: 9600 ვარსკვლავს ითვლის, როგორც „შეუიარაღებელი თვალისთვის ხილულს, თუმცა რეალურად ამ ციფრის არავის სჯერა. სხვა შეფასებებით, ეს რაოდენობა დაახლოებით 8000-იდან იწყება და 3000-ზე ნაკლებზეც ჩამოდის.

society
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way