USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
რამდენი ფული დაიხარჯა 2025 წლის პირველ სამ თვეში, Facebook პოლიტიკურ რეკლამაში - ირაკლი კობახიძე 40,082 დოლარი
თარიღი:  721

Meta-ს რეკლამების მონაცემთა ბაზის (Ad Library) თანახმად, 2025 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში პოლიტიკური და სოციალური რეკლამების სახით სულ 382 ათას დოლარამდე დაიხარჯა. მათ შორის პირველ ადგილზეა ირაკლი კობახიძის ფეისბუქ გვერდი, რომელმაც 40,082 დოლარი დახარჯა სულ 225 პოსტის დასარეკლამებლად. მეორე ადგილზეა თავად "ქართული ოცნების" გვერდი, რომელმაც 169 პოსტის გარეკლამებისთვის 35,455 დოლარი დახარჯა, მესამეზე კი "პოსტივის" გვერდი Postv რეალობაა, რომელმაც 453 პოსტის რეკლამირებისთვის 24,520 დოლარი დახარჯა. ამასთან Postv მის დაქვემდებარებაში არსებული სხვა გვერდებითაც აქტიურად არის ამ სიაში წარმოდგენილი.

მთლიანობაში 20 უმსხვილესი მხარჯველის ჯამური სარეკლამო ბიუჯეტი 248 ათასი დოლარი იყო, საიდანაც უშუალოდ "ქართული ოცნების" და მასთან დაკავშირებული გვერდების ხარჯები 200 ათას დოლარს შეადგენდა.

2025 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს ბაზრისთვის Meta-ზე უმსხვილესი პოლიტიკური რეკლამის დამკვეთები იყვნენ:

 
# გვერდის სახელი დამატებითი ინფორმაცია დახარჯული თანხა

სარეკლამო

პოსტების რაოდენობა

1 ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze Georgian Dream $40,082 225
2 ქართული ოცნება / Georgian Dream Georgian Dream $35,455 169
3 POSTV - რეალობა POSTV $24,520 453
4 POSTV News POSTV $22,140 1906
5 საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობა $21,357 214
6 შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili Georgian Dream $14,451 173
7 POSTV - პოლიტიკა POSTV $11,411 297
8 მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo $11,378 101
9 Protest 24 Protest 24 $10,082 105
10 იმედის კვირა /Imedis Kvira TV Imedi $9,042 26
11 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო $5,977 47
12 Nika Melia / ნიკა მელია Nika Melia / ნიკა მელია $5,707 69
13 ერთიანი ნეიტრალური საქართველო ერთიანი ნეიტრალური საქართველო $5,630 96
14 ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo $5,616 85
15 მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze Georgian Dream $5,322 41
16 TV Imedi TV Imedi $5,063 15
17 Georgia First NEWS Geo-first.com $4,673 434
18 Badri Japaridze • ბადრი ჯაფარიძე ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo $3,665 67
19 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო $3,472 106
20 Isaubre • ისაუბრე Isaubre • ისაუბრე $3,360 93

განმარტება: რეკლამის პოლიტიკურად კატეგორიაზაციას თავად Meta ახდენს. შესაბამისად, იმის მიუხედავად რომ ამ სიაში ზოგიერთი მონაწილე არ არის პოლიტიკური პარტია მათი რეკლამები Meta-მ მაინც პოლიტიკურ რეკლამებად დააკვალიფიცირა.

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის