Meta-ს რეკლამების მონაცემთა ბაზის (Ad Library) თანახმად, 2025 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში პოლიტიკური და სოციალური რეკლამების სახით სულ 382 ათას დოლარამდე დაიხარჯა. მათ შორის პირველ ადგილზეა ირაკლი კობახიძის ფეისბუქ გვერდი, რომელმაც 40,082 დოლარი დახარჯა სულ 225 პოსტის დასარეკლამებლად. მეორე ადგილზეა თავად "ქართული ოცნების" გვერდი, რომელმაც 169 პოსტის გარეკლამებისთვის 35,455 დოლარი დახარჯა, მესამეზე კი "პოსტივის" გვერდი Postv რეალობაა, რომელმაც 453 პოსტის რეკლამირებისთვის 24,520 დოლარი დახარჯა. ამასთან Postv მის დაქვემდებარებაში არსებული სხვა გვერდებითაც აქტიურად არის ამ სიაში წარმოდგენილი.
მთლიანობაში 20 უმსხვილესი მხარჯველის ჯამური სარეკლამო ბიუჯეტი 248 ათასი დოლარი იყო, საიდანაც უშუალოდ "ქართული ოცნების" და მასთან დაკავშირებული გვერდების ხარჯები 200 ათას დოლარს შეადგენდა.
# | გვერდის სახელი | დამატებითი ინფორმაცია | დახარჯული თანხა |
სარეკლამო პოსტების რაოდენობა |
1 | ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze | Georgian Dream | $40,082 | 225 |
2 | ქართული ოცნება / Georgian Dream | Georgian Dream | $35,455 | 169 |
3 | POSTV - რეალობა | POSTV | $24,520 | 453 |
4 | POSTV News | POSTV | $22,140 | 1906 |
5 | საქართველოს მთავრობა | საქართველოს მთავრობა | $21,357 | 214 |
6 | შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili | Georgian Dream | $14,451 | 173 |
7 | POSTV - პოლიტიკა | POSTV | $11,411 | 297 |
8 | მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze | ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo | $11,378 | 101 |
9 | Protest 24 | Protest 24 | $10,082 | 105 |
10 | იმედის კვირა /Imedis Kvira | TV Imedi | $9,042 | 26 |
11 | ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | $5,977 | 47 |
12 | Nika Melia / ნიკა მელია | Nika Melia / ნიკა მელია | $5,707 | 69 |
13 | ერთიანი ნეიტრალური საქართველო | ერთიანი ნეიტრალური საქართველო | $5,630 | 96 |
14 | ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo | ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo | $5,616 | 85 |
15 | მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze | Georgian Dream | $5,322 | 41 |
16 | TV Imedi | TV Imedi | $5,063 | 15 |
17 | Georgia First NEWS | Geo-first.com | $4,673 | 434 |
18 | Badri Japaridze • ბადრი ჯაფარიძე | ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo | $3,665 | 67 |
19 | გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | $3,472 | 106 |
20 | Isaubre • ისაუბრე | Isaubre • ისაუბრე | $3,360 | 93 |
განმარტება: რეკლამის პოლიტიკურად კატეგორიაზაციას თავად Meta ახდენს. შესაბამისად, იმის მიუხედავად რომ ამ სიაში ზოგიერთი მონაწილე არ არის პოლიტიკური პარტია მათი რეკლამები Meta-მ მაინც პოლიტიკურ რეკლამებად დააკვალიფიცირა.