USD 2.7415
EUR 3.0686
RUB 3.3973
Tbilisi
რამდენი ავტომანქანაა საქართველოში?
Date:  1265
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით საქართველოში 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, „აქტიური“ სტატუსით 1 038 730 სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. 

რაც შეეხება წინა წელს, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში აქტიური სტატუსით 1 027 074 იყო რეგისტრირებული, რაც 11 656 ავტომობილით ნაკლებია 2020 წლის მონაცემთან შედარებით.
 
დაწვრილებითი სტატისტიკა იხილეთ აქ - https://info.police.ge/page?id=318&parent_id=317
tbilisi
თბილისის მერია - ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მოძრაობა კვლავ შეზღუდულია - ავარიული კორპუსის იატაკის შემდეგ, არსებობს ფასადის ჩამონგრევის საფრთხე

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ, არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალისტებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაძლო ვიბრაციების გამოწვევის გამო, მისამართზე აიკრძალა, როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.

„მომხდარის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე მიმართულებით, საექსპერტო კვლევა მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მისამართზე დაიგეგმება საჭირო სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა. შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ტერიტორიაზე გადაადგილება აიკრძალა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way