USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
რამდენ ფულს და რაში დახარჯავს თბილისის მერია 2021 წელს
თარიღი:  673

2020 წლის 25 დეკემბერს დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 50 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელსაც 2021 წლის იანვარში 50 მილიონი ლარი დაემატება. ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება. 

2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯები 28,9 მლნ–ით მეტია.

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი შემდეგნაირად ნაწილდება:

– მშენებლობა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა – 174,3 მლნ ლარი;

– მშენებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება – 194,6 მლნ ლარი; 

– ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება – 148,9 მლნ ლარი;

– ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა – 4,2 მლნ ლარი;

– ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება – 39,2 მლნ ლარი;

- ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 154,1 მლნ ლარი;

– განათლება – 175,1 მლნ ლარი;

– კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის საქმე – 47,4 მლნ ლარი;

– საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 4,4 მლნ ლარი;

– ქალაქ თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები – 108,1 მლნ ლარი.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის