USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
რამდენ დოლარს გამოიმუშავებენ ლიდერი კომპანიები ერთ წამში?
дата:  6799

ალბათ გაგიჭირდებათ იმის წარმოდგენა რამდენად დიდ თანხას გამოიმუშავებენ ერთ წამში უმსხვილესი კომპანიები.

ანალიტიკური პლატფორმა Statista-ს მონაცემებით, ერთ წამში ყველაზე მეტს ტექნოლოგიური გიგანტი Apple გამოიმუშავებს. 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე პერიოდში, Apple-ის წმინდა მოგების გაანგარიშებით, კომპანია წამში 3 000 აშშ დოლარს გამოიმუშავებს.

შემდეგი არიან Alphabet და Microsoft, პირველი მათგანი წამში 2 239 აშშ დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო მეორე -  2 153. შემდეგ მოდის Facebook ($1,278) და Amazon ($833).

общество
2026 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს, 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს 10:00 საათიდან შეეძლებათ.

გამოცდებზე დასაშვებად აუცილებელია, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, საგამოცდო ბარათის წარმოდგენა. საგამოცდო ბარათზე მოცემულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო.

ცენტრი მონაწილეებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ მონაცემებს და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების გარეშე.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია online.naec.ge -ს ოფიციალურ ვებგვერდზე. ბარათის ამობეჭდვა ნებისმიერ დროს, მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაშია შესაძლებელი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати